Загрузка...

რატომ ვერ ორსულდება ქალი – 6 ფარული მიზეზი რომელიც გაგაოცებთ

0
2299
loading...
loading...


მთავარი ფაქტორები, რატომაც ბავშვის ყოლის შანსები მცირდება, კარგადაა ცნობილი: მშობიარობა და ძუძუთი კვება, ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების მიღება, მოწევა. თუმცა, ხშირად ამ მიზეზების არარსებობაც არ არის იმის გარანტია, რომ წყვილს შვილი ეყოლება.
არსებობს ამის ფარული, ნაკლებად ცნობილი მიზეზებიც, რაზეც სტატიაში გესაუბრებით.
6. იღებთ ძალიან ბევრ ცხიმს
ისეთი ცხიმების ჭამამ, რომელიც მოთავსებულია ცომეულში, პიცაში, ჩიფსებში და შემწვარ საკვებში, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ნაყოფიერებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ოვალუცია საერთოდ არ გქონდეთ. სცადეთ ჯანსაღი საკვების მიღება, ეს 73%-ით ზრდის დაორსულების შანსს. კარგი იქნება, თუ მიირთმევთ ბანანს, ჭვავის პურს, ნუშს და იოგურტს ალუბლებით.

Загрузка...



5. ზედმეტს ვარჯიშობთ.

სწორად ვარჯიშს ნაყოფიერების გაზრდაც შეუძლია, თუმცა, აუცილებელია ზომიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ზედმეტმა ვარჯიშმა შესაძლოა თქვენს ენერგიის ბალანსზე მოახდინოს გავლენა და ნეგატიურად იმოქმედოს რეპროდუქციულ ციკლზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიური ინტენსიური ვარჯიში დაორსულების რისკებს ამცირებს.
გიმეორებთ, შეინარჩუნეთ ზომიერება!



4. თქვენი სხეულის მასის ინდექსი ძალიან დაბალია.

სხეულის მასის დაბალმა ინდექსმა შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს ოვარიალური დისფუნქცია, უნაყოფობა ან გაზარდოს შვილის ნაადრევად დაბადების რისკი. ხშირად სხეულის მასის დაბალ ინდექსთან კვების დარღვევები ასოცირდება, რაც მენსტრუაციაზე და ნაყოფიერებაზე მოქმედებს. თუ თავად ვერ აკონტროლებთ კვების რაციონს, შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ დახმარებისთვის ან სპეციალური მობილური აპლიკაციები გამოიყენოთ კალორიების დასათვლელად.


3. პარტნიორს სტრესი აქვს.

კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცის ნაყოფიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრებისეული პრობლემები სამსახურში, ოჯახში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ ის პრობლემებთან გამკლავებას ვერ ახერხებს და სტრესი აქვს, ამას ნეგატიური ეფექტი ექნება დაორსულების მცდელობაზე.



2. არასწორ ლუბრიკანტს იყენებთ

დაორსულების შანსების გასაზრდელად ფრთხილად შეარჩიეთ ლუბრიკანტის ტიპი. კარგი ამბავი ისაა, რომ არსებობს ლუბრიკანტები, რომლებიც მამაკაცის ნაყოფიერებას ზრდის. ზოგს pH დონე აწერია – 7.2-8.0, ზოგი კი მაგნეზიუმის იონებსა და კალციუმს შეიცავს. ასევე, დამტკიცებულია, რომ დაორსულების შანსების გასაზრდელად ბავშვის ზეთიც ეფექტურია.



1. ოვულაციის დღეს არასწორად ითვლით

ზოგჯერ რთულია ოვულაციის დღის წინასწარმეტყველება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი პერიოდი არარეგულარულია. თუმცა, ამ შემთხვევაში ტექნოლოგიები დაგეხმარებათ. არსებობს მობილური აპლიკაციები, როგორიცაა Flo Period Tracker, რომელიც შეისწავლის თქვენს პერიოდს და მაქსიმალურად მიახლოებით გამოგითვლით ყველაფერს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაინტერესებთ.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.