Загрузка...

21 წლის ბიჭი, რომელსაც ცოლი ძალით შერთეს “ქუნქურის დროს” გოგონას ძროხასავით ბღავილს აიძულებდა

0
2905
loading...
loading...


ფოტოსურათი მითითებულია პირობითად
ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო. სამი შვილი ჰყავდათ: 2 გოგო და ერთი ბიჭი. როცა გოგონები დაათხოვეს, ბიჭიც უკვე იმ ასაკში იყო, რომ ცოლი უნდა მოეყვანა. მაგრამ, როგორც საქართველოში და განსაკუთრებით პერიფერიებში ხდება ხოლმე, აქ ინდივიდუალურ მოსაზრებებს და შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. ბიჭს, არც კი ჰკითხეს უნდოდა თუ არა ცოლის მოყვანა, ან მოსწონდა თუ არა ფოტოში დანახული, მშობლების მიერ შერჩეული სარძლო.
მშობლებმა მოილაპარაკეს. დათქვეს ნიშნობის თარიღიც და შემდეგ ქორწილიც გადაიხადეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მათი ნება-სურვილით მოხდა. არც გოგონას ჰკითხეს რაიმე და არც ბიჭს.
რამდენიმე კვირაში ამ ამაყ და თავმომწონე ოჯახს დიდი სკანდალი დაატყდათ თავს. ჯერ მთელი სოფლის დასაცინები გახდნენ, შემდეგ კი რაიონისაც. ახლა რაშია საქმე: ეს ჩვენი ახლად შეუღლებულები, ქორწილის შემდეგ საძინებელში რომ განმარტოვდნენ, ბიჭმა გოგონას ძროხასავით ბღავილი მოსთხოვა. პატარძალს კი გაუკვირდა, მაგრამ ვითომც არ გაუგია. ბიჭმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, გოგონას გაეცინა და მესამე თხოვნაზე უკვე შეეშინდა. როგორც წესი, პირველი ღამის თეთრეული მეორე დღეს უნდა გასაჯაროვდეს. გოგონაც ელოდება მოსახდენს. ბიჭი კი იგივეს იმეორებს. არადა უკვე შუა ღამეა და ორივეს ეძინებათ. მოკლედ იმ ღამით არაფერი მოხდა. თავზარდაცემული დედამთილი მეორე დღეს განგაშის ზარებს რეკს, საძინებელში შესვლის შემდეგ. თეთრეული სუფთაა, სისხლის წვეთის კვალიც არ მოიძებნება. მაგრამ ყველაფერი წყნარდება, როცა ქალ-ვაჟი აღიარებს რომ არაფერი ჰქონიათ.

Загрузка...


მეორე ღამით გოგო ისევ “პირველი ღამის” მოლოდინშია, ბიჭი კი ისევ ძროხასავით ზმუილს ითხოვს. გოგონაც დათანხმდა. მოსახდენი მოხდა. მეორე დილით კი ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ყველამ თავისი მიიღო, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც სადედამთილო იყო, თავისი უმწიკლო ახალი რძლით.
ერთი კვირის შემდეგ გოგონას მობეზრდა ძროხასავით ბღავილი, ბიჭმა კი შეწყვიტა მოვალეობის შესრულება. გავიდა კიდევ რამოდენიმე დღე და დაეჭვებული პატარძალი ვაჟს აედევნა, რომელიც ყველასგან მალულად შედიოდა საქონლის სადგომში. ნანახით შოკში ჩავარდნილი გოგონა სახლში გაიქცა, სასწრაფოდ ტელეფონზე დარეკა და დედამისს სთხოვდა: – “დროზე აქედან წამიყვანე, თორემ ამ მამიაკთან ყოფნას მირჩევნია თავი მოვიკლაო”!… დედა კი აწყნარებდა და სთხოვდა ყველაფრის მოყოლას. გოგონამ ყველა დეტალი ისე ჩაუკაკლა დედამისს, რომ სულ დაავიწყდა ღია ფანჯარა, რომელიც გადაჰყურებდა პირდაპირ “უბნის ბირჟას”…
მოკლედ ეს სანაქებო და მედიდური ოჯახი, სულაც არ იმსახურებდა იმხელა პატივს რასაც მოითხოვდნენ. მათ ვაჟს, გადახრები ჰქონია და ქალებზე მეტად ძროხებთან ჰყვარებია ალერსი. თავის მამაკაცურ ღირსებას კი ძროხის ხმა ისე შეჰყვარებია, რომ მის გარეშე არც კი რეაგირებდა. სწორედ, ამის გამო სთხოვდა საწყალ გოგონას ბღავილს, რომ მასში რქოსანი მდედრი დაენახა და აღგზნებულიყო… გოგონა მშობლებმა სახლში დააბრუნეს, ოჯახს პატივი ჩამოართვეს, ხოლო ფურ-რქოსნების პრინცი ფსიქიატრის გზას გაუყუნეს.
ამიტომ ძვირფასო საზოგადოებავ! თავმოყვარე ოჯახებო! პატივცემულო სასიდედროებო და სადედამთილოებო! თქვენს შვილებს მეტი დრო დაუთმეთ! მხოლოდ სახელის მოხვეჭა და სიმდიდრის მოგროვება არ არის, თორემ თქვენს ათწლეულობით ნაჯაფს და ნაშოვნს 2-3 დღეში ნაცარტუტად გიქცევენ, თქვენი უყურადღებოდ და გულგრილად ა’ღზრდილი შვილები! პატივს და ღირსებას შეგილახავენ და ყველას დასაცინს გაგხდიან. ჯერ ადამიანური გრძნობები და შეხედულებებია და შემდეგ მატერიალური.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.