Loading...

რიტუალი, რომლის შესრულების შემდეგაც თქვენი ყველა ოცნება ასრულდება

0
867
loading...
loading...


იმისთვის, რომ ჩაატარო საკმაოდ ძლიერი რიტუალი სანუკვარი ოცნების ასახდენად, დაგჭირდება იმ წმინდანის ხატი, რომლის სახელსაც ატარებ. რიტუალი აუცილებლად უნდა ჩაატარო მარტომ. მაგიდას გადააფარე სუფთა, უხმარი თეთრი ტილოს გადასაფარებელი და დადე ხატი. 
ფურცელზე დაწერე შენი ოცნება და ზემოდან დაადე შენი სახელობის ხატი.
აანთე ეკლესიის ნაკურთხი სანთელი და წაიკითხე შემდეგი ლოცვა:
„ღმერთო მაღალო, სამართლიანო, ღვთისმშობელო მარიამ და წმინდაო ნიკოლოზ, შეისმინეთ ჩემი ვედრება (შენი სახელი და გვარი), ამიხდინე სურვილი მე (თქვენი სახელი). მსურს (წარმოთქვი ის სურვილი, რაც უკვე დაწერე). ეს ყველაფერი გაიმეორე მანამდე, სანამ
ანთებული სანთლები არ ჩაიწვება. ბოლოს წარმოთქვი „მამაო ჩვენო“. ხოლო დაწერილი სურვილი შენს მფარველ, მოსახელე წმინდანის ხატთან ერთად ჩადე ბიბლიის წიგნში, 40 დღე-ღამე. 

Loading...


ასეთი რიტუალი ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს რიტუალად. ამიტომ, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ და რაც მთავარია, რწმენით, აუცილებლად აგიხდება. გახსოვდეს, რომ სანამ სურვილს ჩაუთქვამ და ამ რიტუალს დაიწყებ, სასურველია, სამი დღე დაიცვა მარხვა. შეგიძლია შესთხოვო ფინანსური დახმარება, წარმატება, სამსახური, დაწინაურება, მოულოდნელი სიხარული, დაკარგული ადამიანის გამოჩენა, ავადმყოფის განკურნება, საქმეში ხელის მომართვა, მაგრამ არამც და არამც ითხოვო, რომ ვინმეს შეუყვარდე ან ვინმემ შენ გამო მიატოვოს ოჯახი და საყვარელი ადამიანი.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ