Загрузка...

ჯანმრთელობისთვის საშიში 6 ტანსაცმელი, რომელიც თქვენს კარადაშია

0
544


შეშუპება, ვენების ვარიკოზი, ცისტიტი, სხეულის დეფორმაცია და ხერხემლის პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს მოდას აყოლამ. გარკვეული ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ნივთების ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. განსაკუთრებით საშიშია ექვსი ტანსაცმელი, რომლებიც თქვენს კარადაში ინახება და აუცილებლად გმართებთ გათვალისწინება.
ჯანმრთელობისთვის საშიში 6 ტანსაცმელი, რომელიც თქვენს კარადაშია

1. სამკაულები და ნიკელის ელემენტები ტანსაცმელზე. რკინისა და სხვადასხვა მეტალის სამკაულებმა, რომლებიც თქვენს ტანსაცმელს აქვს, ან თუნდაც ქამრის ბალთამ შეიძლება კანზე ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, რაც ადვილი შესაძლებელია ეგზემასა და კანის სხვა საშიშ დაავადებებში გადაიზარდოს.

2. არასწორი ზომის ბიუსტჰალტერი. უხეშმა და ვიწრო ზომის ბიუსტჰალტერებმა შეიძლება გამოიწვიოს მიკროტრავმა, ხშირმა ტარებამ კი შეიძლება გამოიწვიოს მკერდის დეფორმაცია და ოფლიანობა. პირიქით, თავისუფალი ზომით ბიუსტჰალტერი გამოიწვევს მკერდის დაწელვას და ტკივილს ზურგის არეში.

3. ქვედა საცვალი-სტრინგი. სინთეტიკური ნაწარმის და ზოგადად სტრინგის სახის ქვედა საცვალი ხელს უწყობს ოფლიანობას, რის გამოც წარმოიქმნება კანზე გამონაყარი, ამით კი უწევს პროვოცირებას სოკოვან ინფექციებს.

4. ვიწრო ჯინსი. თუ ხშირად მოიხმართ ვიწრო ჯინსებს, მაშინ უნდა მოემზადოთ კანის სიწითლის, ფარული ვარიკოზული ვენებისა და მენჯების ჰიპოტონუსისთვის. მილისებრი ფორმის ვიწრო ჯინსები გამოიწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, დაბალწელიანი ჯინსები კი გამოიწვევენ მენჯის დეფორმაციას.

Загрузка...


5. დიდი ზომის ჩანთები. ჩანთა ტომარა XXL ზომით, რომელიც იტევს კოსმეტიკას, სადილს, საჭირო საბუთებს, საგზალს და სხვას, ერთი სიტყვით საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკულია, სინამდვილეში მიზეზი ხდება ხერხემლის გამრუდების. უარყოფით გავლენას ახდენს ასევე კუნთებზე, მყესებსა და ზურგზე და ხდება მიზეზი მხრის პერიართრიტის.

6. მაღალი ქუსლები. ბევრი გოგონა თავდაჯერებული მხოლოდ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროსაა, თუმცა გარდა დისკომფორტისა, ის იწვევს ტერფის დაჭიმულობა, ფეხების დაძაბულობას, მაზოლებს, წელში მოხრილობასა და ხერხემლის გამრუდებას.

P.S. რა თქმა უნდა ექიმები არ მოგვიწოდებენ კარადიდან გადავყაროთ მოდური ლუქები, თუმცა გვირჩევენ მათი მოხმარება შევამციროთ- ტომარა ჩანთები ჩავანაცვლოთ გადასაკიდ პატარა ჩანთებით, ქუსლიანი ფეხსამელი სპორტული ფეხსაცმლით, ვიწრო ჯინსები ქვედა ბოლოებით და ამით ხელს შევუწობთ ორგანიზმს იყოს ჯანმრთელი.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.