Loading...

ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ ჩა­ი­კე­ტა… ვეღარ გაუძლო – ვინ იყო 40 წლის ქართველი ქალი, რომელიც იტალიაში ტბაში გაყინული იპოვეს

0
562



ბოლო დროს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ით სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა. 19 მა­ისს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქალი თა­მარ ნე­ფა­რი­ძე იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ტრენ­ტო­ში, ტბა­ში გა­ყი­ნუ­ლი იპო­ვეს.
გარ­დაც­ვლილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ 40 წელი შე­უს­რულ­და. ქალი სწო­რედ სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და და მას ახ­ლობ­ლე­ბი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.
რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და გარ­დაც­ვლი­ლის შვილს, ლაშა ჟორ­ჟო­ლი­ანს.
-0:06
“ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი ვიცი რა მოხ­და. დღეს მივფრი­ნავ იტა­ლი­ა­ში და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს გა­ვარ­კვევ” – გა­ნა­ცხა­და ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ემიგ­რა­ცი­ა­შია იტა­ლი­ა­ში:
“შოკ­ში ვარ… რა ვთქვა არ ვიცი… ცუ­დად რომ იყო, ვი­ცო­დი. ხში­რად მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. მე სხვა მხა­რეს ვარ იტა­ლი­ის და პი­რა­დად ვერ ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნით სულ ვკონ­ტაქ­ტობ­დით.

Loading...



ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ა­თო­ბით ვსა­უბ­რობ­დით, ბოლო დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით. სულ ვამ­შვი­დებ­დი, მაგ­რამ ვე­ღარ გა­უძ­ლო… წამ­ლებს იღებ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არ მყოფ­ნის დოზა და უნდა გავ­ზარ­დოო, ვუ­თხა­რი რო­გორც ექი­მი გირ­ჩევს, ისე მო­ი­ქე­ცი-მეთ­ქი. აქ არ მკურ­ნა­ლო­ბენ კარ­გად ნევ­რო­პა­თო­ლო­გე­ბი და ვურ­ჩიე წა­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ ემ­კურ­ნა­ლა, ან ჩიყ­ვი გა­მო­ეკვლია, ჩიყვსაც ახა­სი­ა­თებს ემო­ცი­უ­რი სიმპტო­მე­ბი.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ ჩა­ი­კე­ტა, ვწერ­დი და პა­სუხს არ მცემ­და, არა­ვის­თან არ უნ­დო­და სა­ერ­თოდ კონ­ტაქ­ტი. სამი დღის წინ ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე, მი­ვუ­ლო­ცე და პა­სუ­ხიც კი არ გამ­ცა. მის­მა ემიგ­რან­ტო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა, ამას ჯავ­რობ­და მხო­ლოდ, თვი­თო­ნაც ვერ მიხ­ვდა, რო­გორ და­ნევ­როზ­და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო მი­წა­ზე… სხვა სა­დარ­დე­ბე­ლი მა­გას არ ჰქონ­და. ისე­თი კარ­გი ოჯა­ხი­და­ნაა, მას და მის შვილს სა­ო­ცა­რი დედა-შვი­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ… ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი ჰყავს. მეც ემიგ­რან­ტი ვარ, ერ­თად ჩა­მო­ვე­დით 2014 წელს…” – გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
ნე­ფა­რი­ძე რუს­თა­ვი­დან იყო და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ემიგ­რა­ცი­ა­ში. რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ გარ­დაც­ვლილს სამ­შობ­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.
AMBEBI.GE

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.