Loading...

სექსი წყალში სასიამოვნოა და შეუძლია დაუვიწყარი მოგონებების დატოვება, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით გაფრთხილებაა საჭირო. რადგან

0
1628

სექსი წყალში სასიამოვნოა და შეუძლია დაუვიწყარი მოგონებების დატოვება, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით გაფრთხილებაა საჭირო.

ამ დროს პრეზერვატივის გამოყენება ვერ ხერხდება. ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ თბილი წყალი და ქიმიური ნივთიერებები (მაგ, ქლორი) უარყოფითად მოქმედებს პრეზერვატივის საიმედოობაზე. გარდა ამისა, იგი უბრალოდ შესაძლოა ჩამოცურდეს, რაც გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის ორივე პარტნიორს. ოპტიმალური ვარიანტი კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენებაა.
ერთი შეხედვით, წყალში სექსის დროს წყლის არსებობის გამო, შესაძლოა არ იქნას გამოყენებული ლუბრიკანტი (საცხი პენისის საშოში შეყვანის გასაადვილებად). სინამდვილეში ეს მიდგომა არ არის სწორი, წყალი ჩამორეცხავს იმ ბუნებრივ სითხეს, რომელიც აგზნების დროს გამოიყოფა ქალის საშოში და ფრიქციები (სასქესო ასოს მოძრაობა) შესაძლოა იყოს უსიამოვნო და მტკივნეულიც. თუ პარტნიორები წინასწარ იზრუნებენ ლუბრიკანტზე, სქესობრივი აქტი კომფორტული იქნება.

გარდა ლუბრიკანტისა და კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის მოძებნისა, საჭიროა შეირჩეს შესაბამისი გარემო, სადაც სქესობრივ პარტნიორებს ხელს არაფერი შეუშლით.
ბასეინი – ბასეინის წყალი დიდი რაოდენობით შეიცავს ქლორს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, ან სასქესო გზების ლორწოვანის ანთებითი პროცესები.
აბაზანა/საშხაპე – თუ აბაზანის ზომები მცირეა, მისიონერულ პოზაში სექსი ვერ მოხერხდება. ამ დროს უმჯობესია სექსი შხაპის ქვეშ, ორივე პარტნიორი ისიამოვნებს და წყლის უკმარისობა არ შეაწუხებთ.
ტბა/ზღვა – ზღვაზე სექსის დროს უსიამოვნებას ქმნის ქვიშა, რომლის საშოში მოხვედრა ქალს შეუქმნის დისკომფორტს. სასურველია სექსი უშუალოდ წყალში, ან ნაპირზე დაფენილ პირსახოცზე.
წყალში სექსის დროს აუცილებელია რაიმე თავსაბურავის ქონა, წინააღმდეგ შემთხვეევში მზის დაკვრის რისკი მაღალია. გარდა ამისა, წყალგამძლე გარუჯვისსაწინააღმდეგო კრემის გამოყენებაც სასურველია, ვინაიდან მზის სხივები ძალიან კარგად აღწევს წყალში. წყლის დონე არ უნდა აჭარბებდეს მხრებს, ვინაიდან სექსუალური აგზნების დროს ჩაძირვის საფრთხე არსებობს.
წყალქვეშ სექსი უმარავ პოზაში შეიძლება, მათ შორის:
ვნების სიღრმე – ამ პოზაში სექსისთვის აუცილებელია, წყალი იყოს საკმარისად ღრმა და ფსკერი სწორი ზედაპირით, რომ მამაკაცი მოხერხებულად დადგეს.
საფეხური სიამოვნებისკენ – თითქმის ყველა სასტუმროში ბასეინებს აქვთ კიბეები დეა საფეხურები.
სიამოვნების ტალღები – ამ პოზაში სექსისთვის აუცილებელია ქალს რაიმე მყავრი საყრდენი ჰქონდეს, რომ მასზე დაწვეს მუცლით (მაგ, გასაბერი წყლის ლეიბი).
ყველაფერი ბუშტუკებით – ეს პოზა ძირითადად გამოიყენება ჯაკუზიში, რომელშიც ჰიდრომასაჟორია ჩართლუ, თუმცა არც ბასეინშია ნაკლებად სასიამოვნო.
ვარჯიში ბურთით – იმისათვის, რომ ამ პოზაში ჰქონდეთ სექსი აუცილებელია დიდი ბურთი (ფიტბოლი), არც ისე დიდი წყალი და ქვიშიანი ფსკერი.
ფეხები ზევით! – წყალში სექსის პოზებს შორის ყველაზე რთული, ორივე პარტნიორი უნდა იყოს მოქნილი და ელასტიური. აღსანიშნავია, რომ ასე სექსი შესაძლებელია მხოლოდ პატარა წყალში.
ყველა საფრთხის მიუხედავად წყალი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილია სექსისთვის და წყალში სექსისგან მიღებული სიამოვნება ძნელი შესადარებელია სხვა სიამოვნებასთან.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.