Loading...

რატომ არ მოვიკალი თავი? … – მაია ასათიანისა და დედის ემოციური სიტყვა პირად ტრაგედიაზე

0
745

მაია ასათიანმა გადაცემა „პროფილში“ დედასთან ერთად, პირადი ტრაგედიის შესახებ ილაპარაკა.
დედა ყვება, რომ ჰქონდა შიში – შვილიშვილთან ერთად, შვილიც დაეკარგა. მისი თქმით, ეს რეალური შიში იყო. 
„გავქვავდი… შენს გვერდით ვიყავი გაქვავებული და ნუცას გვერდით ვიყავი სანამ შეიძლებოდა, ბოლო მომენტამდე“,- ამბობს დედა.
თავის მხრივ, მაია ასათიანმა საჯაროდ უპასუხა კითხვას, რომელსაც შვილმკვდარი დედები ხშირად ეკითხებიან.
„მე ხშირად მომმართავენ შვილმკვდარი ქალების ახლობლები და მთხოვენ რჩევას, როგორ დაიწყონ ცხოვრება თავიდან. მე სულ ვამბობ, რომ ეს მარტო შეუძლებელია. რომ არა დედაჩემი, მე ამ ეტაპებს ვერ გავივლიდი. მე თავიდან ვისწავლე სიარული. ეს დედაჩემის დამსახურებაა.
ხშირად წერენ, რომ დედა ერთი წამით ადრე უნდა კვდებოდეს შვილზე და მეც მქონია ეს კითხვა საკუთარ თავთან. რატომ არ მოვიკალი თავი? – მე მაქვს პასუხი. წარმოვიდგინე დედა, რომელიც ამას უკვე ვერ გადაიტანდა და მე დავრჩი სიცოცხლეში დედაჩემისთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ ორ მიცვალებულს დედაჩემი იქედან ვერ წამოიღებდა. მაგრამ რეალურად ორი მიცვალებული წამოიღო“ – ამბობს მაია ასათიანი.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ