Loading...

რატომ ვერ კარგავს ზოგიერთი გოგონა ქალიშვილობას პირველი სექსის დროს?

0
1581

განიცდის თუ არა სიამოვნებას ქალი პირველი სექსის დროს?
ასეთი შემთხვევები იშვიათია. პირველი სქესობრივი კონტაქტი რაღაც დონის უსიამოვნო შეგრძნებებისა და ტკივილის მომტანია ქალისთვის, რაც სხვა სასიამივნო შეგრძნებების წარმოშობას თრგუნავს. მეორე და მესამე კონტაქტის დროსაც არის ტკვილის შეგრძნება ქალების ნაწილში, ნაწილს კი უკვე აქვს სასიამოვნო შეგრძნებები. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მამაკაცის მომენტია, რამდენად შეუძლია მას მოეფეროს და სასურველად აგრძნობინოს ქალს თავი;
რატომ ვერ კარგავს ზოგიერთი გოგონა ქალიშვილობას პირველი სექსის დროს?
შეიძლება თუ არა, ქალის აპკი არ გაიხეს პირველი სექსის დროს?
ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი. მიზეზი ორია – ელასტიური აპკი, ან პირიქით მასიური და სქესლი აპკი. ზოგჯერ ელასტიური აპკი ნარჩუნდება მშობიარობამდე და ამ დროს იხევა. მასიური აპკის დროს მამაკაცმა შეიძლება დიდხანს იწვალოს და ვერ გახიოს;
როგორ გარემოში უნდა მოხდეს დეფლორაცია?
პირველი სექსისთვის აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა – ორივე პარტნიორის თანხმობა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, განმარტოება. დღის მონაკვეთი უმჯობესია პირველი სექსისთვის, ამ დროს წყვილი ნაკლებად დაღლილია და მამაკაცს აქვს საშუალება, აკონტროლოს, ტრავმა არ მიაღებინოს ქალს;
პირველი სექსის დროს ქალს უნდა მოეფერონ?

Loading...


პირველი სექსის დროს პრელუდიის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ქალი უნდა მოდუნდეს, სექსი უნდა უნდოდეს, სიამოვნება უნდა იგრძნოს და ტკივილზე არ უნდა ფიქრობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილი მართლაც იქნება ძლიერი. სექსოლოგების რჩევით, პირველი სექსის დროს, სასურველია, რომ მამაკაცმა ჯერ იზრუნოს ქალის ორგაზმზე (კლიტორული) და მხოლოდ შემდეგ მოხდეს დეფლორაცია;
რა პოზაში უნდა მოხდეს დეფლორაცია?
რეკომენდებულია მისიონერული და მხედრული პოზა. თუმცა სექსოლოგების უმრავლესობა მაინც მისიონერულს უწევს რეკომენდაციას

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.