Loading...

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლოებები…

0
3211
loading...
loading...

ასტროლოგები ხშირად საუბრობენ ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობაზე. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი “გასაღები” თითოეული ადამიანის გულშია.
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლოები
ვერძი
ვერძ ქალებს ძლიერი მამაკაცენი მოსწონთ. ისინი პირველ ადგილზე სიყვარულს აყენებნ. როდესაც ვინმე უყვარდებათ, მზად არიან მთელი ცხოვრება მიუძღვნან მას. ვერძს ყოველთვის აქვს მცირე დაძაბულობა პარტნიორთან გავლენებისა და ძალაუფლების განაწილებაზე. ვერძი ქალის კომპლიმენტებით მოხიბვლა ძალიან ადვილია. ძალიან მოსწონთ, როდესაც აღმერთებენ. ვერძისთვის სიყვარული არაა საკმარისი, მას სურს რომ აღმერთებდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერძი ეჭვიანიცაა.
რაც შეეხება სექსს, ვერძს უხეში სექსი ხიბლავს.
კურო
კურო წყნარი, მატერიალისტი, ძლიერი ემოციების მქონე ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზული ხალხია, რომლებიც ვერ იტანენ ისტერიულ ადამიანებს. კურომ შეიძლება თავი დაახასიათოს, როგორც აგრესიული, ბოროტი. თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც ამის პროვოცირებას ახდენენ. კურო არ არის ეჭვიანი ნიშანი.
კუროს უყვარს, როდესაც პარტნიორი მის ეროგენულ ზონებს ეხება.
ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად მოუსვენარნი, ნევროზულნი და ემოციურად მერყევნი არიან.  იციან ყველაფერი ყველაფერზე. გონებამახვილი, ცოცხალი, კომუნიკაბელური, მჭერმეტყველი.. ეს ყველაფერი ტყუპებზეა ნათქვამი. მათთან არ მოიწყენ. მიისწრაფიან სრულყოფილებისკენ, რათა ყველას თავი მოაწონონ. ადვილად ეგუებიან ყველაფერს. აქვთ უამრავი იდეა… სჭირთ გაორება.
ტყუპები სექსში მორცხვია. დაელოდეთ, სანამ ემოციურად გაიხსნება.
კირჩხიბი
მიდრეკილება აქვთ სენტიმენტალობისადმი. არიან გამოუსწორებელი იდეალისტები. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. რომანტიკული, გულიანი, უყვართ ბავშვები, ცხოველებიც. აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არიან ძალიან ეჭვიანები, თავგანწირულები, სენტიმენტალურები და კონსერვატორები. მესაკუთრეები, მგრძნობიარეები. აქვთ მდიდარი ფანტაზია და კარგი ინტუიცია.
კირჩხიბი შეხებით იგზნება. მისი სუსტი წერტილია – ყელი.
ლომი
იღწვიან დიდებისაკენ, ლიდერობისაკენ. ყველას თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ. არიან ძალიან ამაყნი. გააჩნიათ დიდი ნებისყოფა. მამაცი, შეუპოვარი და გულუხვი. ცნობისმოყვარე, გავლენიანი, ცეცხლოვანი, უყვარს მართვა, საკუთარ თავზე შეყვარებული, ეგოცენტრიკი, პრესტიჟი მათთვის ყველაფერია, მიმზიდველი, არტისტული, მაგნიტური, დაბადებულია ლიდერად, რომანტიკული, ქარიზმატული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხშირად იმსახურებენ კიდეც.
ლომი სექსის დროს ფიქრობს, თუ რამდენად აჯობა ლოგინში პარტნიორის ყოფილს.

Loading...


ქალწული
გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. იღწვიან სრულყოფილებისაკენ. თავშეკავებული, კრიტიკოსი, ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, რაციონალური, გამოთვლილი და დაგეგმილი აქვს ყველაფერი. პრაქტიკოსი, მომთხოვნი, საღი გონების პატრონი.
ქალწული სექსის დროს ფიქრობს როგორ გამოიყურება.
სასწორი
მათ აქვთ დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ისინი ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში, კარგავენ რეალობის შეგრძნებას.  ტანჯავთ დაურწმუნებლობა, ხშირად ირჩევენ მათთვის ყველაზე არასასურველ ვარიანტს. გაუბედავი, ჰარმონიული, პაცეფისტი, დამთმობი, გაურბის კონფლიქტეპს, დიპლომატი, არ უყვარს მარტოობა, ხშირად სისულელეებს აკეთებს, იდეალისტი, რომანტიკოსი, მიმზიდველი, უყვარს ხელოვნება, ახასიათებს მოუთმენლობა.
სასწორს სექსზე მეტად მოფერება უყვარს.
მორიელი
ზოდიაქოს ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ბუნების ადამიანები არიან. მიდრეკილია დაპყრობისკენ, მისი დევიზია “ყველაფერი ან არაფერი”, ვნებიანია, მოსწონს მისტიკა, არღვევს ტაბუებს, თავდაჯერებული და მესაკუთრეა. ჯიუტი, რისკიანი, ემოციური, მიმწოლი ხასიათისაა.
მორიელს სადო-მაზოხისტური მოთხოვნები გააჩნია სექსში.
მშვილდოსანი
წესიერი, პატიოსანი, უზომოდ ენერგიულები არიან. აფასებენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. პირდაპირი, სამართლიანი, აგრესიული ოპტიმისტი, უყვარს ძებნა და პოვნა, არ აქვს ზომიერების შეგრძნება, სულ მოძრაობს, ფარული სურვილი აქვს ფლობის, იმპულსურია.
მშვილდოსანი ექსპერიმენტებზე გიჟდება. მასთან ამ მხრივ ლოგინში არ მოიწყენთ.
თხის რქა
პრაქტიკული, ფრთხილი, სერიოზული, დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. ახასიათებს თავმოყვარეობა, სიმდიდრის სიყვარული, პრაგმატულობა, სიფრთხილე, ამბიციურობა, თავშეკავებულობა, დამოუკიდებლობა . მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური კეთილდღეობა და სტატუსი. არიან კარიერისტები და კონსერვატორები.
თხის რქა გარეგნულად ცივია, მაგრამ სექსუალურად ძალზე აქტიური.
მერწყული 
გამოირჩევიან გამომგონებლობის იშვიათი ნიჭით. მათთვის ნიშანდობლივია უეცარი და სავსებით მოულოდნელი ცვლილებანი ცხოვრებაში. ორიგინალური, ალტრუისტი, იდეალისტი, იდეალური მებრძოლი, კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, ექსტრავაგანტული, უყვარს პუბლიკის შოკურ მდგომარეობამდე მიყვანა. არიან ინტელექტუალები, ვერ იტანენ რუტინულ ცხოვრებას.
მიდრეკილია პარტნიორის მორჩილებისკენ. მოსწონს ე.წ. “მაზოხისტური” სექსი.
თევზები
მგრძნობიარე მეოცნებეები, მდიდარი ფანტაზია, მიმზიდველობა, შემოქმედებითი ხასიათი, არტისტიზმი, პასიურები, გაუბედავები, ფატალურები, რეფლექსურები, აქვთ კარგი ინტუიცია.
ამ ნიშნის სიმბოლო 2 თევზია, ამგვარად გაორება ჩადებულია თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ბუნებაში. ორი პროფესია, ორი საყვარელი საქმე, ამასთან ისინი ახერხებენ წარმატების მიღწევას ორივე სფეროში. ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი. რბილი, დამთმობი, სუსტი ნებისყოფის მქონენი. თევზები თავგამოდებული მოგზაურები არიან.
თევზები საწოლში თავგადასავლებს გპირდებათ.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ