Loading...

უკვე 4 წელია სახეს ზეთით ვიბან. ადრე რომ დამეწყო, კანი საერთოდ არ დამიბერდებოდა. აი რეცეპტი

0
980

კანის გაწმენდა მის მოვლაში დიდ როლს ასრულებს. აზიელები დიდი ხანია იყენებენ ჰიდროფილურ ზეთს დაბანისთვის. ის მთლიანად ხსნის მაკიაჟს და კანს წმენდს ცხიმოვანი საცობებისგან. ამიტომ აქვთ მათ ასეთი კარგი კანი. აღნიშნული საშუალების გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, თან ძალიან იაფად. ის ყველა ტიპის კანს უხდება, მათ შორის, ცხიმიანს. დიახ, ზეთი ანეიტრალებს კანის ცხიმს.
ზეთით დაბანის სასარგებლო არგუმენტები
1. ეფექტურად ხსნის მაკიაჟს.

Loading...


პრაქტიკულად ყველა მდგრადი კოსმეტიკური საშუალება კარგად იხსნება ცხიმში. თუკი კოსმეტიკიდან რაიმე მაინც დარჩა, ეს ნარჩენები უბრალო ბამბის ტამპონითაც ადვილად შორდება.

2. უმჯობესდება სახის კანის ფერი


სახის ტონი თანაბრდება და ხდება უფრო ლამაზი. ეს იმიტომ, რომ კანიდან გამოედინება ტოქსინები. ამ მხრივ საუკეთესოა აბუსალათინის ზეთი.
3. კანი არ იჭიმება და არ იქერცლება
ბევრი დასაბანი საშუალება კანიდან რეცხავს ბუნებრივ ცხიმოვან ფენას. ამის გამო ცხიმოვანი კანი უფრო ცხიმიანი ხდება, მშრალი კი უფრო შრება, კანი იჭიმება. ზეთის გამოყენებისას კი ამ პრობლემებს არ შეხვდებით.

4. კანის გაახალგაზრდავება


ზეთში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს უმკლავდება. მაგალითად A და E ვიტამინები. როგორც ცნობილია თავისუფალ რადიკალებს კანზე აგრესიული ზემოქმედება აქვთ.
5. კანი ნაკვებია და დატენიანებული


ვიტამინები, სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც შეიცავს ზეთი, აღწევენ კანის ღრმა ფენებში. შედეგად ჟანგბადი ღრმად აღწევს კანში.

დასაბანი ზეთების მომზადება სახლის პირობებში
შეურიეთ აბუსალათინის ზეთი უფრო მსუბუქ ზეთს (ავოკადოს, ნუშის ზეთები). აბუსალათინის ზეთი უნდა იყოს საერთო მოცულობის 10-30%. რაც უფრო მრალია კანი, უფრო ნაკლები პროცენტია საჭირო. შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი და ყველაფერი კარგად გადაურიოთ.

დაისხით ცოტა ზეთი პეშვზე, რათა ის გათბეს ხელის ტემპერატურის ხარჯზე. წაისვით ის სახეზე მასაჟური მოძრაობებით, დატოვეთ 2-3 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით. შემდეგ სახე გაიწმინდეთ ტონიკით და წაისვით კანის შესაბამისი მალამო.
სახის კანის ღრმა წმენდისთვის ზეთი არ ჩამოიბანოთ, უბრალოდ აიღეთ ხაოიანი პირსაცოხი, ჩაყავით ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ სანამ კანი გახურდება და ფორები გაიხსნება. შემდეგ ხელსახოცით გაიწმინდეთ სახე. კვლავ დაასველეთ პირსახოცი, დაიდეთ სახეზე. ეს გაიმეორეთ კიდევ ორჯერ. თქვენი სახე სუპერ გაწმენდილი იქნება. გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით შესაბამისი მალამო. ასეთი პროცედურა კვირაში 1-2ჯერ გაიმეორეთ.
გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.