Загрузка...

ვიდეოკადრები გაგარინის მოედნიდან, სადაც ასფალტი ჩაინგრა და მანქანები მოიყოლა (ვიდეო)

0
608

თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა. დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს „imedinews“- ავრცელებს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღდგენით სამუშაოებს ატარებს. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაო, გადაკეტილია წყალიც.
ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება, დანარჩენს კი – 18:00 საათზე აღუდგება.

Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.