Загрузка...

სექსუალური მოტივით მკვლელობაში ბრალდებულ ქართველს პოლონეთში ასამართლებენ

0
837

ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის მამუკა ხეცურიანის სასამართლო პროცესი პოლონეთში გაიმართება.
ბრალდებული ხეცურიანის ექსტრადირება უკრაინიდან მოხდა. მას უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო პროცედურები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხეცურიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ხეცურიანს  სექსუალური მოტივით მკვლელობაში ადანაშაულებენ.

Загрузка...


28 წლის პაულინა დ. გასული წლის 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს იპოვეს. პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ქალი ნაცემია. ექსპერტიზის მიხედვით, პაულინა დ. კისრის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ხეცურიანი უკრაინაში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.