Loading...

ბათუმში 18 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო – გარდაცვლილის დედა მიზეზს ასახელებს

0
1231

ბათუმში, 18 წლის თამარ მოდებაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
გარდაცვლილი გოგონას დედა შორენა კახნიაშვილი “პრაიმტაიმთან” ყვება, რომ მისი შვილის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეყვარებულთან უთანხმოებას უკავშირდებოდეს. ის პოლიციას დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ძალადობის, ან შანტაჟის მსხვერპლი იყოს. 

Loading...


,,ჩემი შვილი კამათის, შიშის ან დაძალების ფონზე არის თვითმკვლელობამდე მისული, მისი ნივთების დათვალიერებისას ვნახე ფურცელი სადაც ეწერა ასეთი  რამ – “მკვლელი ნ…იაა”. ეს ნაწერი და ჩემი შვილის მობილური პოლიციას გადავეცი, დაკითხონ მისი შეყვარებული და გაარკვიონ რა მოხდა სინამდვილეში”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.
primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.