Загрузка...

ლესბოსელი წყვილი ავტობუსში სასტიკად სცემეს

0
1229

ლონდონში ლესბოსელ წყვილს ავტობუსში მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა. გოგონებმა დასისხლიანებული სახის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, ამის შესახებ გამოცემა “დეილიმეილი” წერს.
28 წლის ურუგვაელი მელანია და მისი ამერიკელი მეგობარი გოგონა ლონდონის ავტობუსით მგზავრობდნენ. როგორც თავად ამბობდნენ, რამდენიმე მამაკაცმა შენიშნა, რომ ისინი წყვილი იყო და მოსთხოვეს, ერთმანეთისთვის ეკოცნათ, რათა მათ ამისთვის ეყურებინათ.

Загрузка...


“მათ უნდოდათ, რომ ერთმანეთისთვის გვეკოცნა და ეყურებინათ. ვცდილობდი, სიტუაცია განმემუხტა. არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ვუთხარი, რომ ჩვენთვის თავი დაენებინათ… ერთ-ერთმა მათგანმა ნივთების სროლა დაიწყო… შემდეგ, რაც მახსოვს, კრისი მათ შორის იყო მოქცეული და ურტყამდნენ”,- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული გოგონა.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.