Загрузка...

ფოტო, რომელმაც მამა-შვილის ცხოვრება მთლიანად შეცვალა !

0
460

თუ ღმერთმა შენი დასაჩუქრება გადაწყვიტა, ამას აუცილებლად გააკეთებს“ – დარწმუნებულია სირიიდან დევნილი აბდულ ჰალიმ ალ-ათარი, მარტოხელა მამა, რომელიც იძულებული გახდა, ომს, ორ შვილთან ერთად, სირიიდან ლიბანში გაქცეოდა.
4 და 8 წლის გოგონები რომ გამოეკვება, აბდულა ბეირუთში ავტოკალმებს ყიდდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა მხარზე მძინარე შვილით მიმავალი მამაკაცი ნორვეგიელმა ჟურნალისტმა გისურ სიმონარსონმა შენიშნა, ფოტო გადაუღო და, დახმარების თხოვნასთან ერთად, სოციალურ ქსელებში განათავსა.

Загрузка...


ფოტო, რომელზეც აბდულ ალ-ათარი მძინარე შვილთან ერთად არის აღბეჭდილი, ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. დახმარების თხოვნას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. სამი თვის განმავლობაში ათარის ანგარიშზე 190 000 ამერიკული დოლარზე მეტი შეგროვდა.
მარტოხელა მამამ ფული გონივრულად გაანაწილა: თავდაპირველად, 25 000 დოლარი სირიაში დარჩენილ მეგობრებსა და ნათესავებს გაუგზავნა. შემდეგ ოროთახიანი ბინა შეიძინა, სადაც, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა და ბოლოს, სტაბილური შემოსავალი რომ ჰქონოდა, პატარა საქაბაბე გახსნა.
ამჟამად ათარის ბიზნესში სირიიდან დევნილი 16 ადამიანია დასაქმებული. მზრუნველი მამა დარწმუნებულია, რომ ღმერთმა ფეხზე იმიტომ დააყენა, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს. კეთილი ადამიანების წყალობით, ათარის უფროს შვილს სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მიეცა სკოლაში სწავლის გაგრძელების საშუალება.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.