სიახლეები

მარტვილში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო

loading...
loading...

მარტვილში სოფელი ნალეფსაოში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო. მისი ცხედარი როგორც მეზობლები ამბობენ სახლის ბოსელში იპოვეს. იგი მეათე კლასის მოსწავლეა. მის ვინაობას „პრაიმტაიმი“ შეგნებულად არ ასაჯაროებს.
მეზობლების ინფორმაციით გოგონას ფინანსურად ძლიერი ოჯახი ჰყავს. შესაბამისად, თვითმკვლელობის მოტივად სოციალურ ფაქტორებს გამორიცხავენ.


ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. „ყველანი საშინელ დღეში აღმოვჩნდით, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. გაოგნებულები ვართ“ , – ამბობენ მეზობლები.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია
primetime.ge

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close