
loading...
სოციალურ ქსელში, გვერდზე – “ქუთაისი”, პატრულის თანამშრომლების სახალისო კომენტარებს ავრცელებენ, რომლებიც მოძრაობისას მოქალაქეებს საპატრულო მანქანიდან მიმართავენ.
ქორილში მიმავალ მძღოლს, რომელმაც წითელზე გაიარა, პატრულმა მიაძახა. „მოგიწევს ქორწილის ფულზე 50 ლარის დამატება“;
“მერსედესი”, ვის იცნობ, კი მარა ამნაირს, “პროწივზე” რო მოდიხარ”;
“ოპელი”, რანაირად მოძრაობ, არ მცალია ახლა, თორე კაი ჯარიმას გამოგიწერდი”;
დისტრიბუციის მანქანა დგას ცუდად და პატრულის თანამშრომელი მიმართავს მძღოლს – “ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”;
“ბეემვე” ეგ რემენი “რექსონაა”, იღლიაში რო ამოგიდია?”.
საპატრულო ეკიპაჟის წევრების ამ და სხვა სახალისო მიმართვებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება და მოწონება აქვს.
დატოვეთ კომენტარი
loading...