Loading...

რა უნდა გააკეთოთ, რომ ვერავინ გაგთვალოთ და დაგთარსოთ?

0
4312
loading...
loading...

ავი თვალი – ესაა უარყოფითი ენერგია, რომელიც მეორე ადამიანისკენ არის მიმართული შეგნებულად ან შემთხვევით.
თუმცა, დამანგრეველი ძალა ერთნაირად აქვს. თვალნაცემი ადამიანის ცხოვრება საკმაოდ რთულად ლაგდება, ყველაფერი ცუდისკენ მიდის და საჭიროა თავდაცვა. თვალისცემა ხდება სპონტანურად, უარყოფითი ემოციის ფონზე, შურის ან რამე კარგის მიუღებლობის შემთხვევაში.
თვალისცემის ნიშნები:
ადამიანი იღლება ძალიან მალე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, სულ დაღლილობის შეგრძნება აქვს.
ხშირი თავბრუსხვევა.
უძილობა და განწყობის რადიკალური ცვალებადობა, მიდრეკილება ნიჰილიზმისკენ და უფრო მინორული განწყობა ჭარბობს.
დეპრესიული მდგომარეობა. ინტერესის დაკარგვა საქმის, სამსახურის და საყვარელი ადამიანის მიმართ.
ვერ უყურებთ საკუთარ ანარეკლს სარკეში დიდხანს. განსაკუთრებით ვერ  უსწორებთ თვალს საკუთარ თავს.
უაზროდ გადინება ფულის, უბარაქობა, ყველაფერი ტყდება, იშლება და ფუჭდება, იკარგება ფული.

Loading...


ეს ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები მთლიანი სია არაა იმ ყველაფრის, რაც ადამიანს ემართება, როდესაც „თვალი აქვს აღებული“, მაგრამ საკმარისია, რომ მიხვდეთ, გაქვთ თუ არა, უჩივით თუ არა მსგავს მდგომარეობას. ავი თვალისგან დასაცავი უამრავი საშუალება, შელოცვა და თილისმა არსებობს. წარმოგიდგენთ რამდენიმეს:
როდესაც ელაპარაკებით ასეთ ადამიანს, ვისგანაც მოდის უარყოფითი ენერგია, წარმოიდგინეთ, რომ თქვენსა და მას შორის არის სარკის კედელი და რასაც ის თქვენ გისურვებთ, ირეკლავს ეს კედელი და უბრუნდება მას.
როდესაც ესაუბრებით მეორე ადამიანს და მისგან გრძნობთ არცთუ ისე კარგ დამოკიდებულებას, გადააჯვარედინეთ ხელები და ფეხები, ჩაკეტეთ მისი უარყოფითი ენერგია.
ყოველდღე ხმამაღლა წაიკითხეთ ,,მამაო ჩვენო“. დილა-საღამოს.
დაიმაგრეთ ქინძისთავი ან საკინძე სადმე. მთელი უარყოფითი ენერგია წავა მისკენ. კვირის ბოლოს კი ჩადეთ გამდინარე წყალში ეს ნივთი.
ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ თქვენს წარმატებაზე.
გაიკეთეთ შუნგიტი ან გიშერი.
თვალის მოხსნა: აავსეთ წყლით ჭიქა და ჩაყარეთ ცოტა მარილი წყალში. შემდეგ კი ჩასძახეთ წყალს: “მამისა და ძისა, წმინდისა სულისა, განდევნე ჩემზედან ავი თვალი, განდევნე ჩემგან ცუდი და დამიცავი მე (სახელი), ამინ!“
შემდეგ კი ეს ჭიქა წყალი გადაასხით შემოსასვლელი კარის წინ და აანთეთ ეკლესიის სანთელი. გაიმეორეთ ეს რიტუალი ყოველდღე, 7 დღის განმავლობაში. ხოლო სახლის კარის თავზე ანწლის ტოტის ჯვარი დაკიდეთ.
და დღის რჩევა დალილასაგან: თუ გინდათ, ბარაქიანი და წარმატებული დღე გქონდეთ, მუდამ ადექით მარჯვენა ფეხზე და როდესაც ჩაიცვამთ ერთ ქოშს, არასდროს ეძებოთ მეორე. ეცადეთ, ერთდროულად ჩაიცვათ  ქოშები, თუ არა და, გაიარეთ ფეხშიშველმა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ