Loading...

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა – 14 წლის გოგოს ოჯახი შვილის მდგომარეობას ინტერნეტთამაშს უკავშირებს

0
689

14 წლის გოგოს ბავშვთა კლინიკაში გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი კლინიკაში 5 დღეა მკურნალობს.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„ტარდება მკურნალობა, რომ შევინარჩუნოთ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი. არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ხელზე აქვს ტრავმის ნიშნები. კონკრეტული ინფორმაცია, მოწამვლისა და ტრავმული დაზიანების შესახებ არ გაგვაჩნია“, – აცხადებს ნეიროქირურგი გიორგი გეგია.

Loading...


როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, მოზარდი 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები. ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები. მშობლები ეჭვობენ, რომ ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.
ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოს მიმართა. პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო.
14 წლის მოზარდის დედა კი იხსენებს, რომ ბავშვი ბოლო დროს დეპრესიული იყო.
„ეს ბავშვი ალბათ ასრულებდა დავალებებს რომ ნელ-ნელა შეჩვეოდა იმ ტკივილს, რომ სუიციდი არ გასჭირვებოდა“, – ამბობს ბავშვის დეიდა.
www.primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.