Loading...

5 მითი ქალწულობის დაკარგვის შესახებ მასტურბაცია აპკს აზიანებს ?

0
1666
loading...
loading...

„ქალიშვილობის ინსტიტუტი“ – ამ ფრაზაში წინა თაობა მოიაზრებს სექსუალური ურთიერთობის არქონას ქორწინებამდე და კატეგორიულად ეწინაარმდეგებიან არათუ ამის დაშვებას, არამედ მოზარდებთან სექსუალურ საკითხებზე საუბარს, რაც თავისთავად არასწორია.

ყველა გაუაზრებელი ქმედებისა და შეცდომის სათავე ხომ უცოდინარობაა? თუმცა რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობს და მარტივი გამოსავლის პოვნა „როცა გაიზრდება, თვითონ გაიგებს“ ხელსაყრელია. ვფიქრობ, დროა „გაზრდილები“ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ამ საკითხს და ღიად გაუზიარონ გამოცდილება მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები. კითხვები კი უამრავია – ქალწულობა „სად არის“? აპკი შემთხვევით რომ დამიზიანდეს, შეიძლება? პირველი ღამე „მეტკინება“ და ასე შემდეგ…

შევეცდებით მოკლედ და სალიტერატურო ენით გაგარკვიოთ ქალწულობის „საიდუმლოებებში“ და ფარდა ავხადოთ მითებს, რომლებიც წლებია ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს

1. თუ პირველ ღამეს სისხლდენა არ ახლავს, ე.ი. გოგონა ქალიშვილი არაა

პირველი სექსუალური კავშირისას შესაძლოა, ელასტიკური აპკი მცირედ დაზიანდეს ან დაზიანდეს იმდენად, რომ ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს უკანასკნელი მშობიარობამდე ინარჩუნებს ფორმას, შესაბამისად, სრულებით შესაძლებელია, პირველი ღამე „სისხლის ღვრის“ გარეშე დასრულდეს.
ამასთან, ელასტიკური აპკის დაზიანება შეიძლება ცხენიდან, საქანელიდან გადმოვარდნამაც გამოიწვიოს ანუ თუ აპკი დაზიანებულია არ უნდა დავასკვნათ, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო.

2. პირველი ღამე მტკივნეულია
თუ გოგონა ზომიერად აღგზნებულია სექსუალურ აქტს ტკივილები და ტრავმები არ ახლავს, მაგრამ თუ მამაკაცის პენისი დიდი ზომისაა და ხვრელში ვერ ეტევა, ეს შესაძლოა ტკივილების მიზეზი გახდეს.

Loading...


3. პირველი ღამის დროს დაფეხმძიმება გამორიცხულია
ეს, რა თქმა უნდა, არასწორი წარმოდგენაა, რადგან სექსუალური აქტი ისევე ხორციელდება, როგორც სხვა შემთხვევებში.

4. მასტურბაცია აპკს აზიანებს
სრულებითაც არა.


5. სქესობრივი ცხოვრების გვიანდელ ასაკში დაწყება ორგანიზმისთვის საზიანოა
არესბობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, თითქოს, გოგონები, რომლებიც პირველ სექსუალურ კავშრს 12-13 წლის ასაკში ამყარებენ, ჯანმრთელობას ინადგურებენ. ეს უკანასკნელი უფრო ახლოსაა სიმართლესთან, ვიდრე ზემოთ თქმული. რადგან ამ ასაკში აპკი ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად ჩამოყალიბებული . ის თხელია და დიდია სხვადასხვა ინფექციის შეჭრის ალბათობაც, რაც ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება.

მათზე კი, ვინც სექსუალურ ცხოვრებას გვიანდელ ასაკში იწყებს,ამბობენ, რომ ხშირად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები – თავის, მუცლის ტკივილი, გამონაყარი სახეზე და აშ. თუმცა ეს ინდივიდუალურია და ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ