Loading...

მე რომ პატრიარქი ვიყო გამოვიდოდი და ვიტყოდი… – პოსტი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

0
328

მე რომ პატრიარქი ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი – ხალხო, გიყვარდეთ ერთმანეთი. გიყვარდეთ ერთმანეთი მიუხედავად ყველაფრისა. ვიტყოდი, რომ უფლის წინაშე ყველა თანასწორია, რომ ყველამ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებასა და ცოდვებს მიხედოს. საშობაო ეპისტოლეში დავწერდი რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება და ხელს თუ ვერ შევუწყობთ ერთმანეთს გაბედნიერებაში, არ შევუშალოთ მაინც. ერთნაირად დავლოცავდი ჩემს მესამე ნათლულსაც და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვსაც.
სასულოერო პირებს მივცემდი კურთხევას, რომ მეტად დამსგავსებოდნენ იმ ღვთის შვილს, ვისი სახელითაც ქადაგებდნენ. ვთხოვდი ყოფილიყვნენ კეთილები, მოესმინათ სხვებისთვის და ფართოდ გაეღოთ ეკლესიის კარები შესვლის ყველა მსურველისთვის. 
მე რომ პატრიარქი ვიყო, ვიტყოდი, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული, რომ იმ გულში, სადაც ქრისტეა, სიძულვილს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს. 
ვთხოვდი ხალხს მეტი ეკითხათ (ბიბლიაც და სხვა წიგნებიც), მეტი დრო დაეთმოთ სხვებზე ზრუნვაში, მეტი სიკეთე ეთესათ.
მე რომ პატრიარქი ვიყო…. ეჰჰჰ… 

Loading...

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.