სიახლეები

სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიცია არ განძრეულა – გახარიას პირველი კომენტარი აქციის დარბევაზე

Loading...

გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუციების წინააღმდეგ, ძალადობაში რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტში შეღწევის მიზნით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

Loading...


გახარიას განცხადებით, პოლიციამ უკვე აღძრა ძიება რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
“იქ სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების ამას შევისწავლოთ. მაგრამ რაც მთავარია პოლიციამ უკვე აღძრა ძიება რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა ძალადობის გარდაქმნაში და შტურმში უმკაცრესად დაისჯება,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.


დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close