Loading...

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორიაა

0
769

1943 წელს თეირანში ჩასული იოსებ სტალინი ირანის შაჰის სასახლეში მისულა. ახალგაზრდა შაჰს სტალინის დანახვაზე ფეხები მოკეცვია და მუხლებზე დაცემულა. სტალინიმას წამოდგომაში დახმარებია, შემდეგ კი დელეგაციის ქართველი წევრებისთვის მშობლიურენაზე უთქვამს: აფსუს, ამას გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე ვერ ხედავენო… ამას გვამცნობენისტორიკოსები და ბევრი ამბობს, რომ ამგვარი რაღაც მართლა მოხდა, მაგრამ, ზუსტად ესფრაზა თქვა თუ არა სტალინმა, ვერ ადასტურებენ. სამაგიეროდ, ეჭვს არ იწვევს ის, რომსტალინის წინაშე შაჰი მუხლებზე დაეცა. ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, სტალინი უდიდესი მხედართმთავარი იყო თუ დიქტატორი, მაგრამ ფაქტია, რომ მის წინაშეყველა სახელმწიფოს ლიდერი თრთოდა. ეს ყველაფერი კი 76 წლის წინათ მოხდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, სტალინის ძეგლიც ზარ-ზეიმით ავიღეთ და ბედმა თუ უბედობამ ისე ინება, რომ სეპარატისტების ძეგლებს ვხსნით. ჰო, კიდევ უცხო ქვეყნების პრეზიდენტებს ვუდგამთ ძეგლს და ქუჩებსაც არაერთი უცხო ქვეყნის პრეზიდენტის სახელი ჰქვია. პრეზიდენტს ვინ ჩივის, ბათუმში არაბი შეიხის სახელობის ხეივანიც გვაქვს, პალმები რომ გვაჩუქა, იმ კაცის, და ხეივანი შეიხ ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის სახელს ატარებს. ისე, შეყვარებულს რომ დაპატიჟებ ამ ხეივანი სასეირნოდ, სანამ სახელწოდებას ეტყვი, კი დაგათენდება თავზე… ირანზე მოგახსენებდით. ისე ჩანს, ფეხზე წამოდგნენ 75 წლის წინათ მიწაზე დამხობილი ირანელები და ამჯერად მათი პრეზიდენტის _ ჰასან რუჰანის სახელით გამოილაშქრეს საქართველოზე. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც ჰასანამ (და ბოდიში, რომ ბატონობითა და თაყვანისცემით არ ვიხსენიებთ ისტორიულ დამყრობელს და დაუძინებელ მტერს) თქვა. ჰასანრუჰანის აზრით, ირანს 205 წლის წინათ წაართვეს ისტორიული მიწები, მათ შორის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები. ეს ირანის პრეზიდენტმა სადღაცმოფარებულ ჰარამხანაში კი არ თქვა, ისლამური რევოლუციის 40 წლისადმი მიძღვნილღონისძიებაზე განაცხადა. რა თქმა უნდა, რუჰანისთვის არავის შეუხსენებია, რომ 205 წლისწინათ კი არა, აგერ, 75 წლის წინათ, მისი სათაყვანებელი შაჰი ქართველის ფეხებთანგორაობდა და დახმარებას ეაჯებოდა.

Loading...

შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, მუსლიმანური სამყარო კვლავ გეგმავს საქართველოსდამონებას და ამ გეგმას მიზანმიმართულად მიჰყვებასხვას ვერაფერს დავარქმევ თურქი დაირანელი “ინვესტორების” შემოსევასრომლებიც საქართველოს მიწას ყიდულობენყიდულობენრადგან ომით ვერ დაიპყრესვერ დაიმონეს დამათი სათაყვანებელი შაჰ აბას I-ის მცდელობის მიუხედავადქვეყანა ვერ დააჩოქეს.

სამაგიეროდ, რაც მახვილით ვერ შეძლეს, ფულით აკეთებენ, თანაც საერთაშორისო ყურსაც აჩვევენ იმ ამბავს, რომ თურმე საქართველოს მიწა ირანის ყოფილა. სხვათა შორის, ჰასანასგანცხადება უკვე დაგმო და გააპროტესტა სომხეთმააზერბაიჯანმა უკმაყოფილება გამოთქვასაქართველო კი დუმსდუმს იმიტომრომ ისტორიულ მეზობელსა და მოკეთეს ხომ არვაწყენინებთ?! აგერამდენი ირანელი შეგვიფარებიასარჩო მიგვიციამიწები მიგვიყიდიამონებადაც ემსახურება ქართველი ხალხი და ახლა მათი გაბრაზება იქნება?! მართლაგაუგებარიარას ელოდება საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვერც იმას ვხვდებირატომ დუმსსაზოგადოების ის ნაწილირომელიც აქტიურად აპროტესტებს სხვა რამეს.

რას ვგულისხმობ სხვა რამეში?! ახლა წარმოიდგინეთ, რომ ანალოგიური რამ რუსეთის პრეზიდენტს ეთქვა, აქ ამბავი ატყდებოდა, მტერს და ავს! ჯერ ხომ ამერიკისა და ევროპისკენ გავიშვერდით ხელს, _ არიქა, გვიშველეთ, რუსეთი გვემუქრებაო. მერე საპროტესტო აქციებს ხომ გავმართავდით, მერე რუსულნომრიან მანქანებს ხომ დავლეწავდით, რუს ტურისტებზეც გავიწევდით და ამ ერთი განცხადების გამო, საომარი მდგომარეობის გამოცხადებასაც მოითხოვდა ზოგიერთი. თუმცა, აგერირანის პირველმა პირმა თქვაქართული მიწა ჩემიაოდა სოციალურ ქსელში რამდენიმე აღშფოთებული ადამიანის გარდამიიძინა ერმა (ბერმაც).

საინტერესო ის არის, რატომ ვუდგებით ორმაგი სტანდარტით საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს?! იქნებ იმიტომ, რომ რუსეთის ლანძღვა მოდურია, ადვილად ავიყოლიებთ ევროპა-ამერიკიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს… აი, ირანის შემთხვევაში კი, იმ ირანის, რომელსაც ევროპა-ამერიკა სანქციებს უწესებს, დუმილი გვირჩევნია, არ აგვყვებიან, არ არის ირანის ლანძღვა მოდური და, თუ ტელევიზიებმა არ გააშუქეს, თუ ეკრანებზე არ გამოჩნდნენ არასამთავრობოები და “პატრიოტები”, ისე “რაა მამული”?! სწორედიმის გამორომ თემა ნაკლებაქტუალური იქნებაპირში წყალი ჩაიგუბა ყველამ და ეს იმისფონზეროცა ისტორიული მტრის ლიდერი დაუფარავად ამბობსჩვენი მიწაა საქართველოო.

ისე, ჰასანა უფრო შორს არ წავიდა (ჯერ), თორემ აუცილებლად გაიხსენებდა იმასაც, რომ საქართველო საუკუნეების წინათ ხარკსაც უხდიდა ირანს და ქართველი ქალ-ვაჟების გარეკვასაც მოითხოვდა. აკი მათმა მომღერალმა, მოჰსენ ნამჯოუმ კლიპიც კი გადაიღო ეროტიკული სცენებით, სადაც წარსულს მისტირის და რუსეთს ამუნათებს ტექსტით, “რატომ წამართვი, რუსეთო, გურჯი ხათუმები?!” ჰო, რუსეთო, რატომ წამართვიო, ანუ ირანი იმ სახელმწიფოს ამუნათებს, რომლის გინებაც დღეს მოდურია. რა გამოდის? დღეს რომ დამოუკიდებლები ვართდა არა ირანის მონებიირანი რუსეთს ადანაშაულებსჩვენ კი რუსეთს ვუტევთთქვენდაგვღუპეთ და დაგვაქციეთთორემ ისე რა გვიჭირდაო?! იმავე კლიპში ირანელ მომღერალს ის კადრებიც აქვს აღებული, რომელშიც ქართველი ლუკა კურტანიძე ირანელ ფალავანს ეჭიდავება. სწორედ ირანელი მეტოქე იყო კურტანიძის მთავარი კონურენტი და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში პრაქტიკულად მუდმივად მას ხვდებოდა. ესეც ვერ აიტანა ირანმა, ვერ აიტანა, რომ ჭიდაობაში კონკურენციას ქართველი უწევდა და, სავარაუდოდ, ნამჯოუს ლევან თედიაშვილიაღარ გაახსენდა, ირანის შაჰის კარზე რომ ათრია ირანელი სახელგანთქმული მოჭიდავეები.

ისე, თუ ასე გაგრძელდება, ირანის ან თურქეთის გამოგზავნილ ამირას დავსვამთ მალე თბილისში და გვერწმუნეთ, ხმის ამომღებიც არავინ იქნება. იმაზე ხომ არავინ იღებს ხმას, ფერეიდანში საქართველოდან შაჰ აბასის მიერ გარეკილი ქართველები ადგილობრივი ირანელებისგან განსხვავებით შავ დღეში რომ ჰყავთ და აქ ირანელებს სასათბურე პირობებს რომ ვუქმნით. არც იმაზე ამოუღია ხმა ვინმეს, ირანიდან უხარისხო ცემენტი რომ შემოვიდა იაფად და მერე მშენებელმა კომპანიებმა ერთი ამბავი რომ ატეხეს: ცემენტი კი არა, მტვერია, მაგით აშენებული კორპუსები ორ წელსაც ვერ გაძლებსო. ხომ შერჩათ?! შერჩათ! ისიც ხომ შერჩათ, იმავე ირანიდან შემოტანილი უხარისხო და იაფი არმატურის გამო რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი რომ დაითხოვა და ერთი ღუმელი გააჩერა, ჩვენი ხარისხიანი არმატურა აღარ იყიდებაო?! შერჩათ! მართალია, ახლა, ცემენტის მსგავსად, არმატურაზეც ჩივიან მშენებლები: ტყუილად შევიძინეთ, მშენებლობაში ეგ არ გამოდგებაო, მაგრამ კონტროლის მექანიზმი არ არის და ირანელებიც სარგებლობენ. პრინციპში, როცა მათი პრეზიდენტი სარგებლობს, რიგითმა მოქალაქეებმა რატომ არ უნდა ისარგებლონ?!

თუ ის დაგვავიწყდა, სულ რაღაც ერთი თვის წინათ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვინმე ბაჰრამ ქასემიმ რომ განაცხადა: როგორ გაბედა საქართველომ და ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან გამოაძევა, მაგას არ ვაპატიებთ და საერთაშორისო სკანდალში გავხვევთო! არადა, ქასემი იყო ის კაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის, ანუ ნარკოტიკების გასაღებისთვის ირანის არაერთი მოქალაქე დააკავეს, მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს. არ უთქვამს იმიტომ, რომ ირანში ნარკოტიკების გასაღებაზე სიკვდილით დასჯაა და ეს ქვეყანა ამტკიცებს, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები და ნარკომანები არ ჰყავს. აი, საქართველოში თუ დააკავეს ირანის მოქალაქე ნარკოტიკებით, ეს თურმე მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის გამო, რომ, თუ რომელიღაც უცხოელი კეთილი სურვილებით არ მოდის, ეს უკვე საერთაშორისო სკანდალი ყოფილა. და არც იმაზე იღებს ხმას არავინთბილისში მცხოვრებიირანელების უმრავლესობას აივნებზე სახელმწიფო დროშები რომ აქვთ გადმოფენილიდროშას კი არაფერს ვერჩითმაგრამ როგორ გგონიათრა მოხდებაქართველმა ირანში ჩვენიხუთჯვრიანი დროშა რომ გადმოფინოს? ამის ნებას არც სახელმწიფო მისცემს და არც ადგილობრივი მოსახლეობა, ზუსტად ისე, როგორც საქართველოში რუსეთის დროშის გადმოფენას გააპროტესტებენ. რატომ? მოდურია რუსეთის გინება და იმიტომ. ტელევიზორში გამოჩნდება დამატებით რუსეთის ლანძღვის გამო რომელიმე არასამთავრობო და იმიტომ… მანამდე კი ირანის პირველი პირი პირში გვეუბნება: ჩვენს მიწაზე ცხოვრობთო, და როდის მოატრიალებს ჩვენკენ იმ იარაღს, რომლისთვისაც სანქციები აქვს დაწესებული, კაცმა არ იცის… თუმცა ჩვენ ხომ “ჯაველინები” გვაქვს და ეგ გვიშველის!

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.