Загрузка...

ჩემი გული ახლა საქართველოშია – ქათამაძის მიმართვა მოსკოველებს და რუსი ტელეწამყვანის გამოხმაურება

0
3494

ჩემი გული ახლა საქართველოშია – ამ სიტყვებით მიმართა რუს მსმენელს ნინო ქათამაძემ, რა დროსაც ის მოსკიოვში კონცერტს მართავდა.
ინფორმაციას რუსი ტელეწამყვანი ალექს დუბასი ავრცელებს. ამასთან ის თბილად საუბრობს, ქართველების მიმართ განწყობაზე, მუსიკის როლზე მშვიდობიან პროცესებში და ქათამაძის მიმართ ადგილობრივი მსმენელის დამოკიდებულებაზე. 
„ნინო ქათამაძემ ახლახანს დაასრულა გამოსვლა. მან თქვა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია. მე კი ვთქვი, რომ მაყურებლების გულები მასთანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც საქართველოშია. ამ ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ყვებოდა

Загрузка...

მაყურებელი მის სიმღერას და როგორ უკრავდნენ ტაშს. იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობი არ არის…. „ყველაფერს, რასაც გვართმევს ცხოვრება, გვიბრუნებს მუსიკა“, – თქვა ჯონ ლენონმა. მან ბევრი რამ იცოდა მშვიდობისა და მსოფლიოს შესახებ. მომავალ შეხვედრამდე ქართველებო“, – წერს ალექს დუბასი.
ნინო ქათამაძემ გუშინ, მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ში მიიღო მონაწილეობა. კონცერტის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტი Facebook-ზე სწორედ ალექს დუბასმა გამოაქვეყნა. 

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.