სიახლეები

თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლში არჩევნები საბოლოოდ წააგო

loading...
loading...

თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლზე კონტროლი დაკარგა. ქალაქის მერის ხელახალ არჩევნებში გამარჯვება მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა. მან ხმების 54% დააგროვა.
ოპოზიციის ამავე კანდიდატმა გაიმარჯვა მარტში გამართულ არჩევნებშიც, რომლის შედეგებიც მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული საჩივრების საფუძველზე ანულირდა.


ამჯერად ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება მისმა ოპონენტმა,  თურქეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღიარა. ეკრემ იმამოღლუს გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.
ექსპერტები სტამბოლის წაგებას მმართველი პარტიისთვის დიდ მარცხად მიიჩნევენ. როგორც თავად პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განმარტავდა „ვინც სტამბოლს მოიგებს, ის იგებს თურქეთს.“
ww.primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close