Loading...

ასეთ მაგარ ნაშას ამ ს*რთან რა გინდაო!? და გამეტებით დაარტყეს ხელი

0
859
loading...
loading...

ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს ამბავი, ვიცი არაერთგვაროვან შეფასებებს დავიმსახურებ, ბევრი გამკიცხავს და გამლანძღავს, ზოგი შემაქებს, ზოგიც საერთოდ ფეხებზე დაიკიდებს მაგრამ მაინც ვიტყვი:
მეტროდან ამოვედრუ რუსთაველზე, ცოტა ადრე მომიწია სახლიდან გამოსვლა და მეტროდან ამოვედი თუ არა ხელმარცხნივ იქვე სკამთან ჩამოვჯექი. ჩემს წინ 2 შავკანიანი ბიჭი იჯდა და საუბრობდნენ. ვუყურებდი მათ მუქ კანს, თეთრ კბილებს, დიდ ტუჩებს და ქცევებს, ვიცი ცუდად გამომივა მაგრა გულში გავიფიქრე -“ახლა ეს მაიმუნები აქ უნდა ისხდნენ და ჩემი ემიგრანტი ქართველები მსოფლიოს მოდებულები ღობე-ყორე დაეხეტებოდნენ ლუკმა-პურის საშოვნელად თქო”?…ამ ფიქრებში ვარ გართული და უცებ თვალი ორ ახალგაზრდა ბიჭს მოვკარი, მუხლზე გადახეული ჯინსებით, ცოტა მოსვრილი ფეხსაცმელებით, წელში მოხრილები რომ აპარებდნენ აქეთ-იქით თვალებს, ორივეს ხელში სიგარეტი ეჭირათ და ეტყობოდათ სალაზღანდარო ხასიათზე იყვნენ. ამ დროს გამოიარა წყვილმა, აი ფილმებში რომ არიან ქერა, გრძელფეხება, გამხდარი და ცისფერთვალება გოგონა, მოდიოდა და მოჰქონდა მთელი ქუჩა, მის გვერდით მისივე სიმაღლის, მაგრამ ზომაზე მეტად გამხდარი “მაკარონივით” ბიჭი მოჰყვებოდა. თავიდან და ძმა მეგონნენ, მაგრამ ერთმანეთს რომ ყელში აკოცეს მივხვდი რომ შეყვარებულები იყვნენ, ეს კოცნა არ ამ ლაზღანდარა ბიჭებს გამოპარვიათ და ხმამაღლა, ამ ბიჭის გასაგონად თქვეს:

Loading...

ასეთ მაგარ ნაშას ამ სი*თან რა უნდაო!? და საზიზღრად გადაიხარხარეს, გოგონამ ხელი მოხვია წელზე, ბიჭმა მოიხედა: – რა თქვი ერთი გაიმეორეო! ამ პირუტყვს არც კი შერცხვა და იგივე გაუმეორა ზუსტად, -” რატომ მაყენებ შეურაცხყოფას მიცნობ საერთოდო”? – ჰკითხა გოგოს თანხმლებმა, გოგონაც შეწუხებული სახით ექაჩებოდა ბიჭს, არ ვიცი ამ დროს რა მოხდა, მაგრამ ერთ-ერთმა ისე გამეტებით შემოარტყა ამ გამხდარ ბიჭს, რომ უეცრად ვიკივლე, ბიჭმა უკან რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და უკან გადაეშვა გონება დაკარგული, თავსაც დაარტყამდა ბეტონს და იქვე სულსაც დალევდა, რომ არა ჩემს წინ მჯდარი შავკანიანი, რომელმაც ნახევრად დაცემულს მხრები დაუჭირა და არ მისცა თავს დარტყმის საშუალება. ეს პირუტყვები თავმომწონედ ეუბნებიან აი ვისთან უნდა იყოვო! გოგონა მივარდა წაქცეულს, მეორე შავკანიანი კი ხელებით და რაღაც გაუგებარი ჟესტებით ამ ბიჭებს ანიშნებდა გაჩერდითო, ამათ კიდევ: -ამ ზანგს რაღა უნდა, რას ერევა, ესენი ძალიან გაბლატავდნენო და ამასაც არ შემოარტყეს? მაგრამ ამ შავკანიანმა წონასწორობა შეინარჩუნა, მეორეც მივარდა და ამ პირუტყვებს ისე დაუწყეს ცემა გული მომეფხანა, ვუძახოდი მაგრამ რას გავაგონებდი: -მიდით, კარგად დაბეგვეთ, კაცი რომ ვიყო უარესს ვუზამდი თქო. ხალხი უკვე გარს გვეხვია, როცა ვიღაცამ დაიძახა ეს ზანგები ჩვენს ქართველებს სცემენო, ზოგი საიდან გამოვარდა ზოგი საიდან, დაიტანეს ეს შავკანიანები, ზოგი თავში ურტყამდა, ზოგი სახეში აზელდა ფეხს, მოკლეს ალბათ ვისაც არ შეეზარა ყველამ იმ შავკანინებს მოსდო. შემდეგ პოლიცია მოვიდა, ბიჭი უკვე მოსულიერებული იყო, ყველანი შესხეს მანქანებში და წაიყვანეს. ვუძახოდი ეგ შავი ბიჭები უდანაშაულოები არიან მეთქი მაგრამ ვინ მომისმინა…
დღესაც ამოვედი რუსთაველის მეტროდან, იმ დღის შემდეგ კი გულდამძიმებული ჩემს თავზე ვბრაზდები, თურმე შავი კანის, თეთრი კბილების, დიდი ტუჩების და მაიმუნების მსგავსი ადამიანები, ისეთივე  არიან, როგორც ჩვენ. მათაც აქვთ სუსტის დაცვის უნარი, თუნდაც ის სუსტი მათ ზანგს უწოდებდეს და მაიმუნს ადარებდეს. მაგრამ ჩვენ რა გვჭირს!? რატომ არ ვინდობთ ერთმანეთს და რატომ უნდა იყოს საქართველოში – ქართველი უცხოტომელი აფრიკელის დასაცავი? ნუთუ ჩვენმა მამა-პაპამ იმდენი არ დაგვიტოვეს, რომ ერთმანეთს პატივი მაინც ვცეთ და არ ვჭამოთ ერთურთი? არ ვიცი იქ ვის რა ბედი ეწიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მათნაირი პირუტყვი დგას ახლა ქუჩაში და ელოდება რომელიმე სუსტს, რომელსაც დაჩაგრავს და დაამცირებს…
ლ. ჯაფარიძე

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ