Загрузка...

დამხრჩვალი მამა-შვილი მექსიკის საზღვართან – უმძიმესი კადრი მიგრანტების ტრაგედიაზე

0
557

და­სავ­ლუ­რი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ ფო­ტოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც მდი­ნა­რე­ში დამ­ხრჩვა­ლი მამა-შვი­ლის ცხედ­რე­ბია ასა­ხუ­ლი. სალ­ვა­დო­რე­ლი მიგ­რან­ტი ოს­კარ ალ­ბერ­ტო მარ­ტი­ნეზ რა­მი­რე­ზი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­ლე­რია, მექ­სი­კა­ში მდი­ნა­რე რიო გრან­დეს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი იპო­ვეს. ამ კადრმა კი­დევ ერთხელ გა­ახ­სე­ნა მსოფ­ლი­ოს მიგ­რან­ტე­ბის კრი­ზი­სი და ის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, რისი გავ­ლაც ამე­რი­კის სამ­ხრეთ სა­ზღვარ­თან მათ უწევთ.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვი­ლი მდი­ნა­რის გა­და­ლახ­ვის მცდე­ლო­ბი­სას და­იხ­რჩო. ფო­ტო­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტოგ­რა­ფებ­მა ორ­შა­ბათს გა­და­ი­ღეს. კად­რებ­ში ჩანს 26 წლის რა­მი­რე­ზი, რო­მელ­ზეც მისი ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლია მი­ხუ­ტე­ბუ­ლი. ცხედ­რე­ბი სა­ხით ძირს წვა­ნან მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე. გო­გო­ნას ხელი მა­მის ყელ­ზე აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უკა­ნას­კნელ წუ­თებ­ში ბავ­შვი მა­მას ებღა­უ­ჭე­ბო­და…

Загрузка...


მექ­სი­კურ­მა გა­მო­ცე­მებ­მა ეს ფოტო 2015 წლის უმ­ძი­მეს კადრს მი­ამ­სგავ­სეს – როცა 3 წლის სი­რი­ე­ლი ბი­ჭუ­ნა ალან კურ­დი ბერ­ძნულ კუნ­ძულ კოს­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი იპო­ვეს.
“მათ ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა სურ­დათ” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ჯუ­ლია დე ლუჩი, რომ­ლის ცნო­ბი­თაც მარ­ტი­ნეზ რა­მი­რე­ზი შვილ­თან – მცი­რე­წლო­ვან ვა­ლე­რი­ას­თან და ცოლ­თან ვა­ნე­სა ავა­ლოს­თან ერ­თად თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი იყ­ვნენ და აშშ-ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ თავშსაფ­რის მი­სა­ღე­ბად.
მაგ­რამ როცა მიხ­ვდნენ, რომ შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­ვე­ბო­დათ, იქამ­დე სა­ნამ თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში ჩარ­თვას შეძ­ლებ­დნენ, მარ­ტი­ნეზ­მა გა­და­წყვი­ტა მდი­ნა­რე გა­და­ე­ცუ­რათ.
“პირ­ვე­ლად მა­მა­კაც­მა გა­ცუ­რა ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად მდი­ნა­რე­ში და ბავ­შვი ამე­რი­კულ მხა­რეს და­ტო­ვა. შემ­დეგ კი მე­უღ­ლის გად­მო­საყ­ვა­ნად წყალ­ში გა­დახ­ტა. ბავ­შვმა რო­გორც კი და­ი­ნა­ხა ეს, მა­მას გაყ­ვა მდი­ნა­რე­ში. რა­მი­რე­ზი შვი­ლის საშ­ვე­ლად მობ­რუნ­და, მაგ­რამ ძლი­ერ­მა დი­ნე­ბამ ორი­ვე გა­ი­ტა­ცა” – უამ­ბო მექ­სი­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­მო­ცე­მა Guardian-ს.
ეს ფოტო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე არი­ან ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის მიგ­რან­ტე­ბი, როცა ცდი­ლო­ბენ აშშ-ში გა­ექ­ცნენ სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ ძა­ლა­დო­ბას, კო­რუფ­ცი­ა­სა და სი­ღა­რი­ბეს…

ambebi.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.