Загрузка...

მეტეოროლოგთა ცნობით, ევროპას რეკორდულად ძლიერი სიცხე უახლოვდება უახლოვდება

0
1650

უახლოეს დღეებში ევროპას ძლიერი სიცხე უახლოვდება, რომელიც კონტინენტის დიდ ნაწილზე შეიძლება, ისტორიული, რეკორდულად მძიმე იყოს.
სიცხე პიკს 28 ივნისისთვის მიაღწევს, როცა ესპანეთიდან პოლონეთამდე ტერიტორიაზე ტემპერატურა ნორმალურზე 11-17 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იქნება. ამ ზონაში ტემპერატურა 35-40 გრადუსს შორის იმერყევებს.
ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც ასფალტი და ბეტონი ე. წ. ცხელ კუნძულებს წარმოქმნის.
ფინელი მეტეოროლოგი მიკა რანტანენი კომპიუტერული მოდელის პროგნოზს ივნისში საფრანგეთისთვის სრულიად გაუგონარს უწოდებს.
ადრეული ზაფხულის სიცხე ხშირად განსაკუთრებით ლეტალურია, რადგან ადამიანები მაღალ ტემპერატურას ჯერ შეგუებული არ არიან. გულთან დაკავშირებულ დაავადებათა გამწვავების რისკები განსაკუთრებით მაღალია ხანდაზმულებში, უსახლკაროებსა და სახლში ჰაერის კონდიცირების არმქონეთათვის.
პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერის, სტეფან რაჰმშორფის განცხადებით, პაპანაქება ჩუმი მკვლელია. 2003 წლის ევროპის პაპანქებას 70 000 ფატალური შემთხვევა მოჰყვა. შარშანდელმა სიცხემ კი გერმანიაში სულ მცირე 1000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტემპერატურა ყველაზე მაღალი კონტინენტური ევროპის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში იქნება. სიტუაცია ყველაზე მწვავე ესპანეთსა და საფრანგეთში იქნება, სადაც 26-28 ივნისს, ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავა.

Загрузка...


ესპანელმა მეტეოროლოგმა სილვია ლაპლანამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ჯოჯოხეთი გვიახლოვდება“; მისი პოსტი სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო. პროგნოზის მიხედვით, 28 ივნისს მადრიდში ტემპერატურა 40,6 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, რაც ამ ქალაქისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
აღნიშნული სამი დღის განმავლობაში, პარიზში ტემპერატურა 37,7 გრადუსი იქნება. საფრანგეთის სხვა ქალაქებთან ერთად, პარიზი ნარინჯისფერი გაფრთხილების ქვეშაა, რაც მეორე უმაღლესი დონეა ქვეყნის პაპანაქების მასშტაბებში. პირველ დონეს სიცხემ 2003 წელს მიაღწია, რამაც მაშინ საფრანგეთში 15 000 ადამიანი იმსხვერპლა.
ადრეული ზაფხულის პაპანაქების მიზეზი ნაწილობრივ არის მძლავრი მაღალი წნევის სისტემის წყვილი. ერთი მათგანი გრენლანდიის სიახლოვეს არის, მეორე კი ჩრდილო-ცენტრალურ ევროპაში. უახლოეს დღეებში ისინი ერთმანეთს დაუკავშირდება და დაბლოკავენ სამხრეთის დაბალი წნევის სისტემას, რაც ევროპას შედარებით გააგრილებს.
ცხელი ჰაერის ნაკადი, რომელის ესპანეთისა და საჰარის უდაბნოებიდან მოდის, გადაუვლის საფრანგეთს, ბირტანეთსა და გერმანიას.
როგორც წესი, ივნისი ცხელია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, კონტინენტის დასავლეთ ნაწილზე კი შედარებითი სიგრილით ხასიათდება.
სტეფან რაჰმშორფის განცხადებით, ახ. წ. 1500 წლის შემდეგ, ევროპაში ყველაზე ცხელი ზაფხული 2018, 2010, 2003, 2016, 2002 წლებში იყო.
ამ პაპანაქების უკან მდგომ ამინდის უფრო ფართო რეჟიმს კავშირი აქვს უმოქმედო მაღალი წნევის ზონასთან, რომელმაც ივნისის შუა რიცხვებში გრენლანდიაში დიდი დნობა გამოიწვია.
გრენლანდიის დნობა და ეს პაპანაქება ერთმანეთთან დაკავშირებულია „ბლოკირების ხასიათით“, შედგება ჩრდილოეთ განედების დიდი და მძიმე დაბალი წნევის ზონებისგან, რომელსაც ადგილზე ჩაჭედვა და ექსტრემალური ამინდის გამოწვევა შეუძლია. ასეთი მახასიათებლები გამთბარ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ სიცხის პიკი კვირის ბოლოს გადაივლის, ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. ამ მომენტისთვის, მნიშვნელოვნად ცივი ჰაერის მასები გაჩერებულია სკანდინავიის სახელმწიფოებთან და აზიაში.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.