Loading...

სანამ მთვრალ მშობლებს ეძინათ, ბიჭმა მათი 4 წლის გოგონა წაიყვანა…

0
1867

ეს ისტორია ზაფხულის ბოლოს ბელორუსიაში მოხდა. ივანე რაზუმოვი საღამოს ავტომანქანით მოძრაობდა მინსკის მიმართულებით. უცებ პატარა გოგონა დაინახა, რომელიც ძაღლთან ერთად მირბოდა. ახლომახლო არ იყო არც ერთი დასახლებული პუნქტი (მხოლოდ თვალუწვდენელი მინდვრები) და ამან დააეჭვა. ივანემ გადაწყვიტა, მანქანა გაეჩერებინა. 
“ჯერ ვიფიქრე, გოგონას მშობლები ალბათ აქვე მინდორში არიან სამუშაოდ, ვერ მიხედეს ბავშვს და გამოექცათ გზაზე სათამშოდ-მეთქი. მაგრამ ირგვლივ არავინ იყო”, – ჰყვება ივანე, – 500 მეტრი გავიარე, სანამ მანქანას გავაჩერებდი. შემდეგ უკან

Loading...



სვლით მივუახლოვდი გოგონას. მას სახე, ხელები და ფეხები დასვრილი, თმები ერთ მხარეს უშნოდ ჰქონდა აჭრილი… ფეხსაცმელები უკუღმა ეცვა. ძაღლი მიყეფდა, ცდილობდა, დაეცვა პატარა პატრონი”. 


გოგონა მაშინვე შემოვიდა კონტაქტში. მითხრა, რომ იყო ჟენია ვლადიმეროვნა ფიოდოროვიჩი. ივანმა ჰკითხა მშობლების შესახებ და შოკირებული დარჩა პასუხით: “დედამ უნდა გამოიძინოს. მას სტრესი აქვს – ბევრს სვამს. მამაც დედასთან ერთად სვამდა…”
თვითონ კი მირბოდა ნაყინის საყიდლად, მაგრამ იმდენი ირბინა, რომ ფეხები ეტკინა. გზაზე დავარდა და მუხლი იტკინა. 
ივანმა მაშინვე გამოუძახა პოლიციას. მათ მოსვლამდე გოგონა მანქანაში ჩასვა, პლედი მოახვია და წყალი დაალევინა. 1 საათი ესაუბრებოდა. უფრო სწორად, ჟენია თვითონ ჰყვებოდა თავის ცხოვრებაზე, მშობლებზე, ბებიასა და ორ ძმაზე…
როდესაც პოლიციის თანამშრომლები
მოვიდნენ, უკვე დაბნელებული იყო. მათ ახლდათ თანამშრომელი ქალი, რომელმაც მაშინვე გამონახა ბავშვთან საერთო ენა. მათ წაიყვანეს ბავშვი განყოფილებაში და ივანეც სახლში დაბრუნდა. 
მეორე დღეს ივანემ განყოფილებაში დარეკა, რათა გაეგო, რა ბედი ეწია გოგონას. აღმოჩნდა, რომ ბავშვი 15 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა იმ ადგილიდან, სადაც ივანე შეხვდა. სახლში შესვლისას თანამშრომლებს შემდეგი სურათი დახვდათ: დედა იწვა იატაკზე და ეძინა, ხოლო მამა მაგიდასთან იჯდა, თავი სალათის თეფშში ედო და მასაც ეძინა. ვერავის გაესაუბრნენ.



ჟენია ჯერ სასწრაფო დახმარების დაწესებულებაში წაიყვანეს, ხოლო შემდეგ – ბავშვთა ინტერნატში. სვეტასა და ვალოდიას ჩამოართვეს მშობლის სტატუსი. აღმოჩნდა, რომ სვეტას პირველი ქორწინებიდან კიდევ ჰყავს ორი ვაჟი. მაგრამ ისინი უკვე დიდები არიან. 
მშობლები ცდილობენ, აღადგინონ მშობლის სტატუსი. მანამდე კი ჟენია რჩება ბავშვთა სახლში. ივანე რაზუმოვი რეგულარულად აკითხავს გოგონას და მზად არის, შვილადაც აიყვანოს. 
“მზად ვარ პირდაპირ ახლა გავაკეთო ეს. მხოლოდ მეუღლესთან შევეთანხმებ დეტალებს”, – ამბობს ივანე.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.