Загрузка...

საკუთარმა ქალიშვილმა ქმარი წამართვა, თანაც ეს ისე გააკეთა რომ…

0
1461

როცა ქმარს გავშორდი, 11 წლის გოგონა სასამართლომ მე მარგუნა და ისე ვზრდიდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. ორი წლის შემდეგ მეორედ გავთხოვდი. ქმარი სახლში მოვიყვანე და თავი ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა. თავიდან მეშინოდა, რომ ჩემი გოგონა მამინაცვალს ვერ შეეგუებოდა, მაგრამ მან ნინის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, მეტ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე საკუთარი მამა. ბავშვი რასაც ინატრებდა, მაშინვე უსრულებდა. სკოლაშიც მეთერთმეტე კლასამდე მანქანით დაჰყავდა, მეგობრებთანაც კი არ უშვებდა მარტოს, როცა გოგონა დაქალებთან ერთად ერთობოდა, ის ქვემოთ ელოდებოდა. ეჭვიანობისთვის იოტისოდენა საბაბიც არ მქონდა, პირიქით, გახარებული ვიყავი, მეორე ქმარში რომ გამიმართლა. როცა ნინი 16 წლის გახდა, ჩემი მეუღლე და ის ერთ მშვენიერ

Загрузка...

დღეს გაუჩინარდნენ. ორი კვირა ვეძებდი, ათასი საშინელება წარმოვიდგინე, ალბათ მოიტაცეს და მოკლეს მეთქი. ზუსტად 14 დღის შემდეგ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა. სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ მამობილს მისთვის ცოლობა შეუთავაზებია. უთქვამს, ამდენი წელი დედაშენთან იმიტომ ვცხოვრობდი, რომ შენ მიყვარდი. ახლა ზრდასრული ქალი ხარ და შეგვიძლია ვიქორწინოთო. ენით ვერ აღგიწერთ, რაც ამ ამბის გაგების შემდეგ განვიცადე. ქმარმა ქალიშვილი წამართვა, ქალიშვილმა კი – ქმარი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მათ უკვე ორი ბიჭი ჰყავთ და თბილისში ცხოვრობენ. მე მარტო ვარ და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ შემიძლია მამაკაცის მოხიბვლა და გათხოვება, ალბათ ოჯახის შექმნას ვეღარასდროს გავბედავ.
წყარო: geoniusebi.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.