Загрузка...

ქალმა ტყუპები გააჩინა, 4 წლის შემდეგ მათ დააკვირდა და შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინა….

0
2894

ერთმა ახალგაზრდა დედამ ამერიკაში სახლის პირობებში ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტი საკმაოდ ბანალურია, მაგრამ შედეგი თითოეულს ჩააფიქრებს. ბრენდი 4 წლის ტყუპი ბიჭის – ბლეინის და რაილის დედაა.
ერთხელ დედას მოუნდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება – დაჯდა ოთახის კუთხეში და უყურებდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები. მისი ამოცანა იყო, დაეთვალა, რამდენჯერ გაიხედავდნენ ბიჭები დედისკენ ამა თუ იმ მიზეზით. შედეგი მეგობრებს ფეისბუქზე გაუზიარა.
აი, რა დაწერა მან: “დღეს სახლში ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი, სანამ ჩემი ბიჭები თამაშობდნენ. ჩუმად ვიჯექი ოთახის კუთხეში და ვუყურებდი, რამდენჯერ გამომხედავდნენ ამა თუ იმ მიზეზით. მათ უნდოდათ, დაენახათ ჩემი რეაქციები. მაშინ ვიფიქრე: რა მოხდებოდა, თუ იმ დროს მზერა ბავშვებისკენ კი არა, ტელეფონისკენ მექნებოდა მიპყრობილი? თამაშის დროს დაახლოებით 28-ჯერ გამოიხედეს ჩემკენ ბავშვებმა.

Загрузка...


მე რომ ტელეფონში მეყურა – ბავშვები იფიქრებდნენ, რომ ინტერნეტი უფრო მნიშვნელოვანია დედასთვის, ვიდრე ჩვენო. 28-ჯერ ბავშვები თავს იგრძნობდნენ მიტოვებულად. 28-ჯერ იფიქრებდნენ ჩემი შვილები, რომ ის, რაც ხდება “ონლაინ”, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური ცხოვრება. სამყაროში, სადაც შენი წარმატება ისაზღვრება “ლაიქების” რაოდენობით; სამყაროში, სადაც ცოცხალი ურთიერთობა შეიცვალა მეზობელ ოთახში მიმოწერით
– მე გთხოვთ: გადადეთ თქვენი მობილური ტელეფონები და გაატარეთ დრო ახლობლებსა და ოჯახის წევრებთან. შემდგომი თაობა იმედოვნებს, რომ ჩვენ ვასწავლით მათ, თუ როგორები უნდა იყვნენ, და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, თუ როგორები ვიყოთ უფროსები. არადა, ჩვენ კი ვკლავთ დროს ინტერნეტით”, – წერს ტყუპების დედა.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.