Loading...

დღეს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა – შემზარავი ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო შეძრა…

0
2523
loading...
loading...

დღეს დილით ქართველი ქალის მცდელობა, რომ საავადმყოფოში შესულ კონტროლის სამსახურს გაქცეოდა, ტრაგიკულად დასრულდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით protothema.gr , 50 წლის ქართველი ქალი საავადმყოფოში ექთნად არალეგალურად მუშაობდა (ე.წ. “აპოკლისტიკი”). როდესაც იქ შემოწმებაზე შევიდნენ, ძალიან შეეშინდა და იფიქრა, რომ ფანჯრიდან გადახტომით უშველიდა თავს. ის პირველი სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა.  
როგორც მედია წერს, მას ღამეში 30 ევროს უხდიდნენ, რათა პაციენტისთვის მოვლო, თუმცა, ლიცენზირებული ექთანი არ იყო.
ფანჯარაზე ასული ქართველი ქალი პაციენტებმა დაინახეს:

Loading...

“ის ძალიან შეშინებული იყო. როდესაც მიხვდა, რომ შემოწმებაზე მოვიდნენ, კონტროლის თავიდან არიდება უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად წასულიყო. უცებ ფანჯრიდან გადახტა და იფიქრა, რომ გადარჩებოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იქამდე ის გვესაუბრა და გვითხრა, რომ საქართველოდან იყო. მას არ ჰქონდა ექთნად მუშაობის უფლება და სწორედ ამიტომ შეეშინდა ასე ძალიან ,” ამბობენ ისინი.
ΠΟΕΔΗΝ-ის ხელმძღვანელი, მიხალის იანაკოსი აცხადებს, რომ საავადმყოფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ