Loading...

ყველა ქალმა უნდა მიიღოს ეს ვიტამინი წონის დასაკლებად, ლამაზი თმისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად…

0
1017

თევზის ზეთი ძველი, ოდნავ დავიწყებული მედიკამენტია, რომელიც დღესდღეობით ახალ ბუმს განიცდის. ეს არ არის ნამდვილად გასაკვირი, რადგან ბოლო დროს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ტენდენცია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სპორტს, არამედ სწორ კვებას.
თევზის ქონი უხვადაა ომეგა-3-ის ცხიმებში (EPA და DHA), რომლებმაც დიდი ყურადღება დაიმსახურეს ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამო.
ამერიკელების უმრავლესობა იღებენ უფრო მეტ ომეგა-6-ის ცხიმებს ომეგა-3-თან შედარებით, შესაბამისად იმატებს ანთებისა და ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.
კვლევებმა აჩვენეს, რომ მზარდი ომეგა-3-ის დონე ზრდის ინსულინის სენსიტიურობას, ამცირებს კუნთის დაკარგის მაჩვენებელს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვარჯიშის დროს.
ამასთანავე, ომეგა-3-ის მიღების შემთხვევაში ვარჯიშისას მაქსიმალურად იწვის ცხიმი, ხოლო ვარჯიშის შემდეგ მცირდება კუნთების ტკივილი და შეშუპება.
თევზის ქონის მიღების დოზები:
საწყის პერიოდში მინიმალური დოზაა 500 მგ. EPA და DHA დღეში ერთხელ, რაც ექვივალენტია ერთი ცხიმიანი თევზის ულუფის.
ოპტიმალური დოზაა 1 გრამი EPA და DHA დღეში ერთხელ.

Loading...


თუ მიდრეკილი ხართ გულის დაავადებების, ინსულტის ან ანთებით პროცესების მიმართ, მაშინ 2 გრამი უფრო ეფექტური იქნება თქვენთვის.
რისთვის არის სასარგებლო:
ძვლების ზრდის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილებისა და კბილების სტრუქტურის დარღვევა, რაქიტი რეკონვალესცენციის პერიოდში);
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპათიის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, აღდგენითი პერიოდი ოპერაციული ჩარევების შემდეგ “ცრუ” სახსრების გამო, მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციით, ძვლოვანი კოჟრების წარმოქმნის სტიმულაცია;
ათეროსკლეროზისა და მისი სისხლძარღვოვანი გართულებების პროფილაქტიკა;
ჰიპერლიპიდემია. რეკომენდირებულია გამოყენება თვალის დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს: პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ეგზემატოზური ცვლილება

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ