სიახლეები

შემზარავი ავარია კახეთში – 2 მამაკაცი მანქანში დაიწვა 4 კი მძიმედ დაშავდა

loading...
loading...

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ავარია სოფელ შიბლიანის მიმდებარედ მოხდა.
ერთმანეთს “მერსედესის” ჯიპის ტიპის და ასევე “მერსედესის” სედანის ტიპის ავტომობულები დაეჯახნენ.
შეჯახების შედეგად “მერსედესი”-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. დედა და 2 მცირეწლოვანის ავტომობილიდან გადმოყვანა მოხერხდა, მანქანიდან ვერ გადმოვიდნენ და ადგილზე დაიწვნენ 42 და 52 წლის მამაკაცები. ასევე დაშავდა ქალი რომელიც “მერსედესი”-ს ჯიპის ტიპის მანქანაში იმყოფებოდა.


ოთხივე დაშავებული საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით დედის და მისი 2 მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ფოტო დადებულია ილუსტრაციისთვის!

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close