Загрузка...

როგორ მოქმედებს შვილზე ის ფაქტი, დედა რომ ბებიის ასაკისაა.

0
273

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდეცია, მოწიფულ ასაკში შვილის გაჩენის. თანამედროვე ქალები მამაკაცებს არ ჩამორჩებიან ამბიციით, პრიორიტეტად მიიჩნევენ კარიერულ ზრდას და მატერიალურ უზრუნველყოფას. მხოლოდ შემდეგ იწყებენ ფიქრს ოჯახის შექმნასა და ბავშვების გაჩენაზე
უკანასკნელი ათი წლის მონაცემებით 40 წლის ზემოთ მშობიარე ქალების რიცხვი გაზრდილია 2,5 ჯერ.
პლიუსები და მინუსები შუახნის ასაკის დედისა და სკოლამდელი ბავშვის ურთიერთობების.
მოწიფულ ასაკში ბავშვის გაჩენას ბევრი პლიუსები აქვს.ცოლ-ქმრის ურთიერთობას გავლილი აქვს ცხოვრებისეული გამოცდა და გაძლიერებულია,ოჯახი უზრუნველყოფილია საცხოვრებლითა და სტაბილური შემოსავლით. მშობლები ემოციურად მზად არიან პატარას გასაზრდელად, გაგებით ეკიდბიან ღამის უძილობასა და სხვა სირთულეებს. ისინი მზად არიან მთელი დღის განმავლობაში შვილი სიყვარულითა და მოფერებით გაანებივრონ.

მომავალ მშობლებს ხშირად აღელვებთ კითხვა, თუ როგორ იმოქმედებს მათზე, ის ფაქტი,დედა რომ ბებიის ასაკისაა. პირველ წლებში პატარა არ აქცევს ყურადღებას, რომ მისი მშობლები სხვა ბავშვის მშობლებისგან განსხვავებულები არიან. მოწიფული ქალი მთელი გულით ჩართულია ბავშვის მოვლაში, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არ გადააჭარბონ ზედმეტი მზრუნველობით. გადამეტებულმა ყურადღებამ და აღზრდამ შეიძლება ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედოს, გამოიწვიოს რა მასში საკუთარი ძალებისა და თვითშეფასების დაბალი შესაძლებლობა.

Загрузка...


4 წლისა, როცა ის უკვე დადის საბავშვო ბაღში, ის იწყებს სხვა ბავშებთან ურთიერთობას და მათი მშობლების დაკვირვებას. ის ამჩნევს, რომ მისი გამზრდელები სხვებთან შედარებით უფრო ასაკოვნად გამოიყურებიან.


“თანატოლების გულუბრყვილო შეკითხვამ კი “ბაღში ბებიას რატომ დაყავხარ?” შეიძლება ბავშვში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და უარი თქვას ბაღში სიარულზე.”


თავისი მშობლების გამო პატარა შეიძლება გულჩათხრობილი გახდეს და ფსიქოლოგიური დისტანცია გაჩნდეს მათ შორის. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ხშირად შევეხოთ იმ თემებს, რაც ბავშვებს აღელვებთ და იყოს ნდობა მათ ურთიერთობაში.ერთად გაიზიარონ პრობლემები და შიშები.
“დედამ 42 წლის ასაკში გამაჩინა. პირველ კლასში რომ ვიყავი, ის უკვე 48 წლის იყო. კლასელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ბებიაჩემი იყო. დამრთგუნველი იყო, დანარჩენ მოსწავლეებს ლამაზი და ახალგაზრდა დედები ჰყავდათ, მე კი ჭაღარა და დანაოჭებული. ახლა ის ცოცხალი აღარაა, მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე ადრე გარდაიცვალა. ამის გამო უკვე თავს ვიწყევლი, სხვებს რომ ვადარებდი…ელიზავეტა, 32 წლის.”
სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობისას
როცა ბავშვი პატარაა, მოწიფულ დედასა და პატარას შორის წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მარტივია. ბევრად უფრო რთულია მოზარდთან საერთო ენის პოვნა, გახდე მისი მეგობარი და დამხმარე ცხოვრებაში. ძირითადი პრობლემა ასაკოვან მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობაში, რა თქმა უნდა დროის დიდი დისტანციაა. როგორც არ უნდა ეცადონ მათ იყვნენ თანამედროვე მშობლები, მაინც არის უდიდესი სხვაობა მათსა და ახალგაზრდებს შორის, რადგან ისინი სხვადასხვა ეკონომიურ და სოციალურ პირობებში გაიზარდნენ.


“მე 45 წლისა ვარ, ვცხოვრობ მარტო, უფრო ზუსტად ვცხოვრობდი ამ დრომდე. ერთი წლის წინ გავემგზავრე თურქეთში დასასვენებლად. იქ ახალგაზრდა თურქთან გავაბი რომანი. ასაკის გამო თავს არ ვიცავდი, არადა სულ ტყუილად. სახლში დაბრუნებულმა მალე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. აბორტის გაკეთება გადავწყვიტე, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა და გავაჩინე. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ხელფასი გროშებია, ქმარი არ მყავს, ორსულობამ ჯამრთელობაზე ძლიერ იმოქმედა. მეშინია, ვერ შევძლო ჩემი გოგონას ფეხზე დაყენება. ირინა, 45 წლის.”


მოზარდი შეიძლება ძალიან გააღიზიანოს თავისი ასაკოვანი დედის ზედმეტმა მზრუნველობამ, მითუმეტეს თუ ამას მის კლასელებთან გამოხატავს. ასეთი ბავშვი შეიძლება დაცინვის საგანი გახდეს თანატოლებისთვის, რაც უფრო გაართულებს მათ ოჯახურ მდგომარეობას.ამიტომ, ნებისმიერი ასაკის დედამ უნდა მონახოს ოქროს შუალედი შვილებთან მიმართებაში. მიეცით თქვენს ვაჟიშვილს ან ქალიშვილს მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა ისწავლონ თავიანთ შეცდომებზე, გამოიჩინეთ უფრო მეტი ნდობა მათ მიმართ.


” ნუ გაუბრაზდებით და ნუ დააყვედრებთ ბავშვს წარუმატებლობის გამო, მშვიდად ემოციების გარეშე იმსჯელეთ შექმნილ სიტუაციაზე, რომ მოზარდმა იგრძნოს თავისი ოჯახის მხარდაჭერა.”


კიდევ ერთ ასეთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, ბევრი მშობელის შეცდომა, რომ გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდულად. ამისთვის ისინი იწყებენ ჩაცმას მათ ასაკთან შეუფერებლად, რაც სხვათა თვალისთვის სულელურად და სასაცილოდ გამოიყურება. შესაძლებელია გამოიყურებოდე ასაკის შესაფერისად და მშვენიერი ურთიერთობაც ქონდეთ ბავშვებთანაც. მიუხედავდ თაობებს შორის სირთულეებისა, სურვილის შემთხვევაში აუცილებელია გახდეთ მშობელი. რაც არ უნდა ასაკი ქონდეს დედას, ის მაინც დედად რჩება, ყველაზე უსაყვარლეს და უძვირფასეს ადამიანად, ნებისმიერი შვილისათვის.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.