Loading...

3 წლის გოგონამ 6 დღე დედის ცხედართან ერთად გაატარა, საზარელი შემთხვევა საერთო საცხოვრებელში…

0
798

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში, სოციალურ საერთო საცხოვრებელში 3 წლის გოგონა ლილამ 6 დღე დედის ცხედართან ერთად გაატარა და ფიქრობდა რომ მას ეძინა. გოგონას ამ მდგომარეობიდან დახსნა მეზობელმა შეძლო, რომელსაც სიტუაცია უცნაურად მოეჩვენა. ამის შესახებ LE PEPRSION ი წერს
„მე უცნაურად მომეჩვენა, რომ პატარა გოგონას აივანზე ეძინა ხოლმე, როდესაც დედაზე ვეკითხებოდი ის გამუდმებით მპასუხობდა, რომ დედას ეძინა, ეს არ გამკვირვებია, რადგან ქალი ღამით მუშაობდა. ერთხელაც დაამატა, რომ დედას საპირფარეშოში ეძინა. ვითარების გასარკვევად პოლიციას დავურეკეთ.“-განაცხადა მეზობელმა სილვიმ.
პოლიციის მოსვლამდე ორმა მეზობელმა ქალმა. ბავშვი დაარწმუნეს რომ კარი გაეღო:

Loading...


„საცხოვრებელ სახლში წყალი დაწყდა, გოგობნამ გვითხრა რომ დასალები წყალი არ ქონდა და ასევე მათ პატარა ძაღლსაც წყუროდა და მისთვის არც საკვები აღარ ქონდა.“- განაცხადა სილვიმ.
როდესაც ქალები ბინაში შევიდნენ, იქ საშინელი სუნი დახვდათ. ოთახები არეული იყო, გარშემო ლუდის ქილები და და წამლის აბები ეყარა,
„ბავშვი ხელში ავიყვანე და ჩემთან წამოვიყვანე და პოლიციის მოსვლას დაველოდეთ“- განაცხადა სილვიმ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლილას დედა სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ნარკოტიკების პრობლემების გამო. ლილა და დედამისი აღნიშნულ სოციალურ საერთო საცხოვრებელში რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.