Загрузка...

არც ერთი ცრემლი დედა! სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო – თუთას დედა საზოგადოებას მიმართავს

0
1283

თუთა ცქიტიშვილის დედა ანკა ბერიშვილი, ფეისბუქის გვერდზე პატარა თუთას დაბადების დღეს ულოცავს, საზოგადოებას მადლობას უხდის დახმარებისთვის და საკმაოდ ემოციურ და ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:

„დღეს ის დღეა, შარშან რომ ვინატრე, ისევ შევხვედროდით ერთად… არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ თუთა, ჩემო ტკბილო, ჩემო სულო, ჩემო ბედნიერება. არც ერთი ტკივილი, არც ერთი მოწყენილი სახე, არც ერთი ცრემლი დედა! სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო, შენი ბოხი სიცილი და უკეთილესი თვალები! რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი… რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიკური წელი გავიარეთ, სამივე უბედნიერესი, ერთად ყოფნით… ყველაფერი მინდა, ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ. მე ვერ ავხსნი სიტყვებით ალბათ, რას გრძნობს ჩემი სხეული ყოველ დილას, როცა თუთას ხედავს და თუთას ხმა ესმის… ვერ აგიღწერთ, რას გრძნობს ჩემი სხეული და გონება, როცა ჩემს შვილს ვსუნთქავ ყოველ ღამე და ყველა კოცნაზე მაჟრიალებს, თითქოს პირველად ვაკოცე. და ყველა ამ კოცნისთვის, რაც მაქვს და მექნება, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით მეგობრებო, რომ ესეთები ხართ! მინდა, რომ სული გაგიღოთ და თავი ავიხადო, რომ ჩაგახედოთ 5 წუთით მაინც. მინდა, უსასრულოდ გელაპარაკოთ.

Загрузка...


არ დაიღალოთ სიკეთის კეთებით, თუნდაც ამიტომ… არასდროს იმედი არ დაკარგოთ ცხოვრებაში, არასდროს! და ყოველ წუთს გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ, ძალიან ძალიან ბევრი. ჩიტოზა, გილოცავ დედა – მე უმდიდრესი ვარ შენით!“ – წერს თუთას დედა.

შეგახსენებთ, რომ თუთა ცქი­ტიშ­ვილს 1 წლი­სა და 6 თვის ასაკში, მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და, რომლის მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ულა­მა­ზე­სი პა­ტა­რა გო­გო­ნას და­სახ­მა­რებ­ლად, სრუ­ლი­ად ფე­ის­ბუ­ქი გა­ერ­თი­ან­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აზი­ა­რებდა პოს­ტებს ჰეშ­თე­გით – #თუ­თას­თვის. გასულ წელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბებით, თუთა გერმანიაში სამკურ­ნა­ლოდ გაემგზავრა, სადაც 100 ათა­სი ევ­რო იყო სა­ჭი­რო.

გასული წლის ოქტომბერში, სრულიად გამოჯანმრთელებული თუთა, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. 

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.