Loading...

ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს +36+37 გრადუსამდე – როდიდან დაიწყება ძლიერი სიცხეები

0
1433

წელს სინოპტიკოსები ცხელ ზაფხულს ვარაუდობდნენ, თუმცა ივლისში ტემპერატურამ დაიწია და ზოგიერთ რეგიონში აცივდა კიდეც. როგორი იქნება უახლოესი დღეების ტემპერატურა, როდიდან გამოიდარებს და როგორ ამინდებს არაუდობენ აგვისტოსში – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს: 

-14 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში, +12+13 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +25+27 გრადუსი, განაპირა რაიონებში +24+26 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში +28+30 გრადუსი, კახეთში +33+35, დედაქალაქში კი +31+33 გრადუსია ნავარაუდევი. 15 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში მიაღწევს +36+37 გრადუსს და დასავლეთ საქართველოში +33-დან +35 გრადუსამდე. 

Loading...


– როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოში? 
– ყოველთვის, ყველაზე ცხელ თვედ ივლისი ითვლებოდა. ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იყო +38-დან +43 გრადუსამდეა დაფიქსირებული. ახლა, დაახლოებით +33+35 გრადუსია, სანაპირო რაიონები კი +31+33 გრადუსი. ეს სიცხე ყოველთვის ნარჩუნდება აგვისტოს პირველ ნახევრამდე. 15 აგვისტოს შემდეგ ტემპერატურა ვარდება და იწყება ნალექიანობა. ეს განპირობებულია ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი ჰაერის მასების მოქმედება. 

-მიაღწია უკვე ჰაერის ტემპერატურამ მაქსიმალურს? 
-არა, როგორც უკვე აღვნიშნე, ივლისში 
მაქსიმალური ტემტერატურა დაფიქსირებულია +38+43 გრადუსი და ჯერ ამ ტემპერატურისთვის არ მიუღწევია. წელს +36+37 გრადუსამდეა მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.