სიახლეები

ძლიერი მიწისძვრა ათენში – უახლესი ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისგან

Loading...

საბერძნეთის დედაქალაქში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. 
BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ ათენში დააზიანა ელექტროგადამცემი და სატელეკომუნიკაციო ხაზები. 
Washington Post იუწყება, რომ ძლიერი მიწისძვრის გამო, ათენის მოსახლეობა სახლებიდან ქუჩაში გაიქცა. 
ნგრევის მასშტაბისა და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია უცნობია. 
ქეთი გვენცაძე: „ძლიერი მიწისძვრა იყო, ძალიან შემეშინდა. მე სადაც ძლიერი ქარია და მაინც მეშინია“. 
ნათია სალაძე: „ათენელებო ფრთხილად 2-3 დღე კიდევ იქნება საშიშიო, როგორც 99-შიო. ტელეფონები არ მუშაობს, არც სახლის ტელეფონები. ფანჯრებთან არ დადგეთო კიდევ იქნებაო. ამიტომ ფრთხილად იყავით. უფალი გვფარავდეს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ მხოლოდ არ მიხვუდეთ ახლოს ბალკონსა და ფანჯრებთან, ან კარადებთან“. 
მარიამ ვარდოსანიძე: „უფფფ ამხელა მიწისძვრა სპიტაკის დროს მახსოვს საქართველოში.მთელი სახლი ირყეოდა.ემიგრანტებო ხომ ხართ კარგად“. 

Loading...


ელენე სანებლიძე: „ათენის ცენტრში.. ასეთი ძლიერი არმინახავს ..ღმერთო დაგვიფარე“.
ინდირია იზორია: „ათენში და ძაან ძლიერი, უფლის ნებით გადავჩით… მადლობა მოკითხისთვის. 
ნინა ტორაძე: „ვაიმე რა გადავიტანეთ.ღმერთო მოგვეცი მშვიდობააა
მარიამ ვარდოსანიძე: „მეგაფონებით გვაფრთხილებენ. გავდივარ“.
ელზა შანავა: „მოშორდით კორპუსებს“. 
მარი შანყულაშვილი: „ეს რაა ოყო. თავი საშინელებათა ფილმებში მეგონა. კარებიც კი ჩამეკეტა, ისე დავიბენი.
თამუნა შუბითიძე: „ვაიმე, ასეთი მიწისძვრა მე არ მინახავს. შოკში ვარ. ყველაფერი დაიმსხვრა“. 
www.primetime.ge

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close