Loading...

ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი, რუსეთის 58-ე არმიამ სამხრეთ ოსეთის მთიან ნაწილში ვერტმფრენიდან სადესანტო დანაყოფები გადასხა

0
1049

რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის სადესანტო დანაყოფებმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთიან ნაწილში ვერტმფრენიდან სადესანტო დანაყოფები გადასხა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასხდომა მამისონის უღელტეხილზე როკის გვირაბის მიმდებარედ მოხდა. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სწავლების მიზანს არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს. მას გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობს. სწავლება ოთხშაბათს დაიწყო.

Loading...


“დესანტმა, ვერტმფრენების მეშვეობით სწავლება სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებაში ჩაატარა. ამავდროულად, რუსეთმა 58-ე არმიის სატანკო ბრიგადა სამხრეთ ოსეთში, კერძოდ კი, მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის მიმდებარედ გადაისროლა. კავკასიონზე ასევე საარტილერიო, საინჟინრო ბრიგადები, ასევე  უპილოტო ხომალდები არიან გადასროლილი.
მთლიანობაში 6,000-კაციანი პერსონალი და 1,500 სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა იღებს სწავლებაში მონაწილეობას”, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
წყარო: timenews.ge & BMG

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.