Loading...

ირაკლი ოქრუაშვილი ამ წუთებში სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ამას არავინ მოელოდა (ვიდეო)

0
1089

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, 2016 წლის სროლის უკან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები დგანან. როგორც მან გადაცემა რეაქციაში ისაუბრა, სროლა სწორედ იმ დოკუმენტს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც ის რუსთავი 2-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს.
“2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა პრეტენზიებზე, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ მესროლა? [ირაკლი] ღარიბაშვილს შევუთვალე, შენ იდექი ამის უკან მეთქი და 15 წუთში დაფქვა მე არ ვიყავი კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის მიცემაზე რომ უარი ვუთხარი, ამის მერე მესროლეს. მათ მშვენივრად იცოდნენ რომ ეს [დოკუმენტი] არის ნამდვილი. გგონიათ, ეს დოკუემნტი რვა თვე სამხარაულში რომ დევს ექსპერტიზაზე, ივანიშვილს გარკვეული არ აქვს ნამდვილია თუ არა?” — განაცხადა ოქრუაშვილმა.
2016 წელს გორში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. იმ პერიოდში კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი არცერთ თანამდებობას აღარ იკავებდა.
ოქრუაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან სწორედ ამ პერიოდში  ესროლეს. მაშინ თავდასხმის შედეგად ოქრუაშვილის თანმხლები ორი პირი დაიჭრა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. სროლაში მმართველი პარტია ქართული ოცნება დაადანაშაულა.
გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. მას  17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ