Loading...

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას… – თამრიკო ჭოხონელიძემ ახლახანს შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა

0
1784

“ძალიან დასანანია, ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრის დახმარება შეუძლიათ, დღეს შეიძლება გზა ჰქონდეთ ჩაკეტილი. როგორც ვიცი, ახლაც ძალიან დიდი ზარალი ნახა მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებულმა ბანკმა. შოკისმომგვრელ ციფრებზეა საუბარი!
შეიძლება ბევრი ისეთი რამ ვთქვა, რაც რეალურად ოდნავაც არ იყოს ახლოს სამართლებრივ მხარესთან, მაგრამ როგორც ხელოვანი და რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, სამართალმა იზეიმოს. თუ არ ვცდები, ხაზარაძე საქართველოში საბანკო საქმიანობის პიონერია. დასანანია ასეთი ადამიანები რაღაც წნეხის ქვეშ იყვნენ მოქცეული.

Loading...


რაღა მაშინ აღმოჩნდნენ მამუკა ხაზარაძე და პაატა ბურჭულაძე დამნაშავეები, როცა პოლიტიკური აქტიურობა გადაწყვიტეს?! – ბოლოსდაბოლოს ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი! თუ ვინმეს ბრალს წაუყენებენ, აუცილებლად უნდა დაამტკიცონ კიდეც მისი ბრალეულობა, თან ისე, რომ საზოგადოებას ამ მტკიცებულებებში ეჭვი არ შეეპაროს.
როგორც ვიცი, პაატა ბურჭულაძეს ჯერჯერობით ვერაფერი დაუმტკიცეს, როცა ამდენი წლებია იბრძვიან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, განადგურების ოსტატები ვართ! როგორ მოვკლათ ერთმანეთი ამას ვფიქრობთ და რომ მოვკვდებით, მერე დიდი ამბები ატყდება ჩვენზე, უი, რა კარგი ადამიანი ყოფილაო”, – ამბობს ჭოხონელიძე „კვირისპალიტრასთან”.
OnOne.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ