Loading...

შემზარავი შემთხვევა 12 და 14 წლის ბავშვებმა 18 წლის გოგო ჯგუფურად გააუპატიურეს

0
1750

ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით, გერმანიაში 5 მოზარდი დააკავეს. მათგან სამი 14 წლის, ორი კი 12 წლის ბიჭია.
შემთხვევა პარასკევს, ქალაქ მიულჰელმში მოხდა. მოზარდებმა 18 წლის გოგო სკვერში შეიტყუეს, მასზე ჯგუფურად იძალადეს და ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს. ძალადობის მსხვერპლი გოგონა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აღმოჩნდა.
სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები ბავშვებს საკუთარი მობილური ტელეფონებით ჰქონდათ გადაღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
18 წლის გოგონა ადგილობრივმა მამაკაცმა იპოვა. იგი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან პოლიციისთვის ყველაფრის დეტალურად მოყოლა შეძლო. ბავშვებიც სწორედ მისი ჩვენებისა და ერთი თვითმხილველის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
მართალია მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა 12 წლის ასაკის ბავშვებს, გერმანიის კანონმდებლობით, ვერ ასამართლებენ. არასრუწლოვანთა გასამართლება გერმანიაში 14 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ პროკურორები მხოლოდ 3 ბრალდებულის საქმეს განიხილავენ.

Loading...


ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, კანონში ცვლილებაა შესატანი:
„წლებია ვითხოვთ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობის ასაკი დაიწიოს გერმანიაში,“-განაცხადა რეინერ ვენდტმა.
თუმცა გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეტი სასჯელი ნაკლებ დანაშაულს არ ნიშნავს და ასეთი მიდგომა ბავშვებთან არ იმუშავებს. იენს გნისა განმარტავს, რომ „გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი საგანმანათლებლო წესები, სრულიად საკმარისია არასრუწლოვანთა დანაშაულთან გასამკლავებლად.“
ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებული 14 წლის მოზარდები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, 12 წლის ბავშვების საქმეს კი გერმანიის ახალგაზრდული კეთილდღეობის სამსახური განიხილავს.
PRIMETIME.GE

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ