სიახლეები

19 წლის გოგოს, რომელიც დეპუტატს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, თავს დაესხნენ

Loading...

19 წლის გოგო, რომელიც ინდოეთის მმართველი პარტიის დეპუტატს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, მძიმედ დაშავდა.
იგი თავის ადვოკატთან და ორ ნათესავთან ერთად უტარ პრადეშის შტატში ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც სატვირთო მანქანა დაეჯახა.
19 წლის გოგოს ორი ნათესავი ავარიის შედეგად გარდაიცვალა, თავად გოგონა და მისი ადვოკატი კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივმა პოლიციამ სატვირთო ავტომობილის მძღოლი და მისი მფლობელი დააკავა და დაკითხვაზე გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის სარეგისტრაციო ნომერი შავი საღებავით იყო გადაღებილი. 

Loading...

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ 19 წლის გოგონას ავტომობილს განზრახ დაეჯახნენ.
ოპოზიციური პარტიები მომხდარს საეჭვოს უწოდებენ და ფედერალური გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
პოლიციამ გოგონასთვის დაცვის თანამშრომლებიც გამოყო, თუმცა როგორც ირკვევა, ავარიის დღეს მას დაცვა თან არ ახლდა.
19 წლის ინდოელმა გოგომ  მმართველი პარტიის კანონმდებელი კულდიპ სინგ სენხარი სექსუალურ ძალადობგაში 2017 წელს დაადანაშაულა. დეპუტატი დააკავეს და იგი 1 წელია ციხეში იმყოფება.

primetime.ge

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close