Loading...

9 თვე, ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში… ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი მე?! – თეა დარჩიას სკანდალური აღიარება

0
442
loading...
loading...

თეა დარ­ჩია ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. მისი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის 30 წელი ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ლეტს – “სუ­ხიშ­ვი­ლებს” უკავ­შირ­დე­ბა. ენერ­გი­უ­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი თეა დარ­ჩია 4 შვი­ლის დე­დაა და დღეს ის მო­მა­ვალ თა­ო­ბას ას­წავ­ლის ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბას.
ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში “ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი” მო­ცეკ­ვა­ვემ მის ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა და რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც გა­იხ­სე­ნა, რომ­ლის გა­და­ლახ­ვა­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბის­ყო­ფა და ეკ­ლე­სია და­ეხ­მა­რა. ერთ-ერთი ასე­თი ეტა­პი მის ცხოვ­რე­ბა­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით გა­ტა­ცე­ბა იყო. ლუ­დო­მა­ნი­ის ეტა­პი და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელი გრძელ­დე­ბო­და 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს და მას თეა დარ­ჩია საკ­მა­ოდ რთუ­ლად იხ­სე­ნებს.
“რე­პე­ტი­ცი­ი­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­დი­ო­დი კა­ზი­ნო­ში, კა­ზი­ნო­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­დი­ო­დი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე… მად­ლო­ბა ღმერ­თს, ტვი­ნი მეყო და ისე­თი თან­ხა არ წა­მი­გია, რომ დავ­ღუ­პუ­ლი­ყა­ვით მეც და ჩემი ოჯა­ხიც.დღემ­დე ლომ­ბარ­დშია მთე­ლი ჩემი ოქ­რო­უ­ლო­ბა და ბრი­ლი­ან­ტე­ბი, რა­საც ბე­ბია და დედა მიგ­რო­ვებ­დნენ… გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და, გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და… თა­მაშ­ში კარ­გავ ჯან­მრთე­ლო­ბას, დროს, ნერ­ვებს, ფულ­ზე აღარც არის ლა­პა­რა­კი… იქ ცხოვ­რე­ბას კარ­გავ… გა­ზომ­ბე­ბუ­ლი თა­მა­შობ, იმის­თვის კი არა, რომ ფული მო­ი­გო, არა­მედ იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო მეტი ითა­მა­შო. ამი­ტომ, ახალ თა­ო­ბას მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ, არ გე­გო­ნოთ რომ თქვენ ეს არ და­გე­მარ­თე­ბათ, მეც მე­გო­ნა, რომ ერთხელ გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ… მე მიშ­ვე­ლა ღმერ­თმა… ჩემ­მა ქმარ­მა, გუ­ჯამ იმ­დე­ნი გა­და­ი­ტა­ნა მაგ დროს, მა­მა­ომ უთხრა – სა­სუ­ფე­ველ­ში გზა ხსნი­ლი გაქვს, შე­გიძ­ლია ლოც­ვე­ბიც აღარ იკი­თხოო…

Loading...


9 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი მე­ო­რე შვილ­ზე, მი­რი­ან­ზე. სახ­ლში მი­ვე­დი, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი და მივ­ხვდი, რომ მე­წყე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბა. გავ­ვარ­დით სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ორ სა­ათ­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე და ცოტა ხან­ში მი­რე­კა­ვენ კა­ზი­ნოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი: თეა დღეს რო­მელ­ზე მოხ­ვა­ლო. ვუ­თხა­რი დღეს ბიჭი გა­ვა­ჩი­ნე, ვერ მო­ვალ­მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 9 თვე ისი­ნი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე იყ­ვნენ, რო­გორ მეზ­რდე­ბო­და შვი­ლი მუ­ცელ­ში, 9 თვე, ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში… ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი მე?! მახ­სოვს მი­წისძვრა მოხ­და, კე­დე­ლი გა­იხ­სნა კა­ზი­ნო­სი, “ლუსტრა” ჩა­მო­ვარ­და, ყვე­ლა გარ­ბო­და, მე კი მო­გე­ბუ­ლი “ფიშ­კე­ბით” ვი­ჯე­ქი მა­გი­დას­თან და არ ვიძ­რო­დი.
ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ბავ­შვე­ბი მის­მე­ნენ, თან ჩემი მოს­წავ­ლეა ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და ზუს­ტად იცი­ან, რომ არ ვა­ტყუ­ებ არც ერთ სი­ტყვას: თუ დრო გაქვთ და­სა­კარ­გი, ჯან­მრთე­ლო­ბა და­სა­კარ­გი, ცხოვ­რე­ბა და­სა­კარ­გი, ფუ­ლიც და­სა­კარ­გი, კი ბა­ტო­ნო… თა­მაშ­ში რომ ვინ­მე რა­მეს იგებ­დეს, არ არ­სე­ბობს…” – ისა­უბ­რა თეა დარ­ჩი­ამ “ფა­რულ კონ­ვერ­ტში”.
alia. ge

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ