Loading...

აშშ-ს დაზვერვის სამსახურის საგანგაშო განცხადება: პუტინი ემზადება საქართველოში შეჭრისთვის

0
1417

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მხოლოდ ყირიმით ვერ დაკმაყოფილდა, ემზადება სამხედრო ინტერვენციის განხორციელებისთვის, კიდევ მთელ რიგ ქვეყნებში.როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა ტელეკომპანია “Fox News” – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედროების რიცხვი გაზარდა.
მაიკ როჯერსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, იმ მიზნით, რომ შექმნას ირანთან პირდაპირი კავშირი, საქართველოსა და სომხეთში საომარი მოქმედებების განხორციელებისთვის ემზადება.
” მათ სამხრეთ ოსეთში გადააქვთ თავიანთი ყველაზე თანამედროვე ტექნიკა. ამის მიზეზები არ არსებობს, რადგან ქართული არმია მათთვის არანაირ  საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ყველაფერი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”-  განაცხადა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როჯერსი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ირანთან პირდაპირი კავშირის ძიებამ არ უნდა გამოიწვიოს გაკვირვება. ორივე ქვეყანა აღმოჩნდა საერთაშორისო სანქციების წინაშე და რუსეთი ძალიან მალე იგრძნობს მის მიმართ დაწესებული სანქციების მოქმედების ეფექტს.

Loading...


აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ ყველაფრის გარეშეც მუდმივად უზრუნველყოფს სამხრეთის სამხედრო ოლქს, რომელშიც ყველაზე თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებებით, სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთებიც შედიან. სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვმა სამხრეთის სამხედრო ოლქს, ახალი ბალისტიკური რაკეტები “ისკანდერი” გადასცა. გარდა ამისა, ამ სამხედროების პასუხისმგებლობის ზონაში განლაგებულია რაკეტები «С-400», ტანკები «Т-90», მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები “სმერჩი”, თავდასხმისთვის – ყველაზე თანამედროვე ტიპის ვერტმფრენები. სამხრეთ ოსეთში რუსეთს 30 ათასიანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავს გამაგრებული.
როგორც აშშ-ს კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებიდან ჩანს, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია მთლიანი კონტროლის ქვეშ აიყვანოს სამხრეთ კავკასიის ორი რესპუბლიკა. თუმცა სომხეთში საომარი  მოქმედებების განხორციელებას რუსეთი განსაკუთრებულად არ საჭიროებს, რადგანაც ის ისედაც რუსული სამხედრო ბაზების კონტროლის ქვეშ არის. ძირითადად საუბარი არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების დაკარგულ ნაწილზე, დანარჩენი ტერიტორიების დასაპყრობად კი რუსეთს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.
როგორც მანამდე, ეკონომიკურ საკითხებში ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა, რუსეთი მხოლოდ ყირიმით არ დაკმაყოფილდება. დაპყრობილ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს იგი, მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონს შეუერთებს. შემდეგ გადაინაცვლებს ბალტიისპირეთში და ფინეთშიც კი. ხოლო სამხრეთ კავკასიას რუსეთი ისედაც თავის პროვინციად მიიჩნევს, რომლის დაპყრობაც მისთვის რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს.
წყარო: timenews.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ