საზოგადოება

ვინ არის ქალი,რომელიც დღეს საირმეში შემაღლებული ადგილიდან გადმოვარდა და დაიღუპა

loading...
loading...

გარდაცვლილი ქალის მშობლები გალის რაიონ სოფელ ქვემო ბარღებში ცხოვრობენ. როგორც სკოლის პედაგოგები ამბობენ, მედეა გამორჩეული მოსწავლე იყო და მთელი სოფელი დასტირის მას.
„მოგეხსენებათ დევნილობა, შემდეგ ზუგდიდში მუშას და არასამთავრობოში, მერე აქ გაჰყვა ზუგდიდელს. ბოლო 15 წელია თბილისში ცხოვრობენ. მთელი სოფელი დასტირის ჩვენს ულამაზეს, უნიჭიერსე გოგოს… გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა ჩვენი სკოლის თვალის ჩინი იყო“, – განუცხადა პრაიმტაიმს პედაგოგმა.


ქუთაისის პროზექტურის ბიუროდან ცხედარი,ქმრის სახლში ზუგდიდში გადმოასვენეს. მეზობლების ინფორმაციით,ტრაგიკულად დაღუპული მედეა კვირკველიას დედამ მოახერხა გალიდან გადმოსვლა, მამა კი ჯერ არ გადმოსულა.
შეგახსენებთ, დღეს კურორტ საირმეში, ზუგიდელი ქალი 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა და სავარაუდოდ, თავის ტრავმით, სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
resonancedaily.com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close