Loading...

საშინელი ტრაგედია ტრიალებს, გარდაცვლილთა მობილურებზე განუწყვეტლივ შედის ზარები… – რა ამბობს მარინე ძაგნიძე

0
1496

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს…
ამერიკაში მცხოვრები მარინე ძაგნიძე ამ საშინელ ტრაგედიას ფეისბუქით ეხმაურება:
,,საშინელი ტრაგედია ტრიალებს ელპასო ტეხასში. 21 წლის ბიჭმა მასობრივი სროლის შედეგად 20 კაცი მოკლა, 26 დაჭრა. მერე გამობრუნდა სავაჭრო ცენტრიდან და გზა გააგრძელა. ცივსისხლიანი მკვლელი!

Loading...


ერთ ბლოკში აიყვანა პოლიციამ. ის უმკაცრესად წარდგება მართმლსაჯულების წინაშე. ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, ხშირად უთხარით, რომ გიყვართ.
20 ადამიანის სიცოცხლე წამის გაელვებაში ჩაქრა და მათ უკან უამრავი ადამიანის ცხოვრება აღარასოდეს იქნება იგივე…
გარდაცვლილთა მობილურებზე განუწყვეტლივ შედის ზარები ელპასოს ვოლმარტში. მათი სხეულები კიდევ დიდხანს დარჩება მასობრივი საშინელი მკვლელობის ადგილზე. წარმოიდგინე ერთი წუთით იმ ადამიანთა მდგომარეობა, ვინც ცდილობს, მის საყვარელ ადამიანს დაუკავშრდეს, რომ გაიგოს, ცოცხალია თუ არა, რეკავს … და ამ დროს მეორე მხარეს მობილური დუმს…”
newpresa.com

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.