სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა მოსკოვის გამზირს სახელი შეუცვალა

Loading...

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი და სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მოსკოვის გამზირის აბრის ქვევით, ომის გმირის შალვა ტრაპაიძის სახელობის ახალი აბრა აქვს გაკრული. ამავე პოსტში ის დღეს რუსთაველის გამზირის ანტისაოკუპაციო აქციას აანონსებს, რომელიც ტრადიციულად 7 საათზე დაიწყება.
კაპრალი შალვა ტრაპაიძე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. ოჯახთან ის 9 აგვისტოს ჩამოასვენეს. გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი.

Loading...


“8 აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი… დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო… შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო, ” – ვკითხულობთ შალვა ტრაპაიძეზე.
ინტერმედია

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close