Loading...

სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა… “დედა მოგიკვდეს შვილო”… – ათენში ემიგრანტი იაკო ძაგნიძე გარდაიცვალა

0
677

მოქალაქე შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ზღვაში დაიხრჩო… ირაკლი ძაგნიძე
”შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა 
მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ათენში ემიგრანტს იაკო ძაგნიძეს. ასევე თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა შენს ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო იკა ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი შვილი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ – საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა … ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი თბილი ღიმილის ბიჭი იქნები…! 

Loading...


და ბოლოს-მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი დედა მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: “დედა მოგიკვდეს შვილო”… 
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. უდიდესი ტრაგედიაა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი და უსაყვარლესი ჩვენი იკა აღარა გვყავს…. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. აქ სიტყვები უძლურია….
მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.
თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო ვაჟკაცი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. 
არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ